განახლებული Chrome თქვენი იმეილის გამოყენებით ბრაუზერში დაუკითხავად ავტორიზდება
რამდენიმე კვირის წინ გუგლმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერის, Google Chrome-ის განახლებული ვერსია გამოუშვა. ახალ ქრომს განახლებული ფუნქციები და გაუმჯობესებული დიზაინი აქვს, თუმცა ბრაუზერის ახალ ვერსიაში დამატებულმა ერთ-ერთმა ფუნქციამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ალბათ შეამჩნევდით, რომ საკუთარი იმეილის გამოყენებით ქრომში ავტორიზაციის გავლა შეგიძლიათ, რის შედეგადაც ბრაუზერი თქვენს პარამეტრებს, შენახულ საიტებს, ისტორიას და სხვა ინფორმაციას ინახავს. ეს კი საშუალებას გაძლევთ, რომ ახალ კომპიუტერზე მოხვედრისას თქვენი ბრაუზერის პარამეტრები არ დაკარგოთ. ქრომის ყველა ვერსიაში ეს ფუნქცია ნებაყოფლობითი იყო, ანუ თქვენ ირჩევდით, გსურდათ თუ არა ბრაუზერში ავტორიზაციის გავლა და გუგლისთვის საკუთარი ინფორმაციის გაზიარება.
ქრომის ახალი ვერსია ბრაუზერში ავტომატურ ავტორიზაციას მაშინ აკეთებს, როდესაც თქვენ გუგლის რომელიმე სერვისში, მაგალითად Gmail-ში იმეილის გამოყენებით შეხვალთ.
მომხმარებლების უკმაყოფილება ძირითადად იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ეს სიახლე განახლებაში ნახსენები არ იყო. ამ ფუნქციას აქვს პოტენციალი, რომ გუგლს მომხმარებლებზე დამატებითი ინფორმაციის შეგროვების საშუალება მისცეს.
გუგლში განმარტეს, რომ აღნიშნული ფუნქცია მოსახერხებელია ისეთ კომპიუტერებზე, რომლებსაც რამდენიმე ადამიანი იყენებს და მისი მიზანი გაურკვევლობის თავიდან არიდებაა - თუ თქვენ Gmail ის ანგარიშიდან გამოხვალთ, თქვენ ავტომატურად გამოდიხართ Google Chrome-იდანაც, რაც საკმაოდ მოსახერხებელია.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ავტორიზაციის შემდეგ გუგლი თქვენს ინფორმაციას ავტომატურად არ ინახავს და ეს ფუნქცია პარამეტრებიდან ხელით უნდა ჩართოთ.
მომხმარებლების უკმაყოფილება გასაკვირი არ არის. ჩვენ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ანდროიდის სმარტფონები ადგილმდებარეობის ინფორმაციას გუგლს მაშინაც უგზავნის, როდესაც ეს ფუნქცია თითქოს გამორთულია, გუგლი ასევე ინახავს ყველა ხმოვან ბრძანებას, რომელიც საკუთარი ანდროიდ სმარტფონისთვის გითქვამთ.
ამ ეტაპზე ქრომში ავტომატური ავტორიზაციის გამორთვა შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
- მისამართის ველში ჩაწერეთ "chrome://flags/#account-consistency" და დააჭირეთ Enter-ს.
- პარამეტრ "Identity consistency between browser and cookie jar-ზე" მიუთითეთ Disabled.
- გადატვირთეთ ბრაუზერი.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
კომენტარები