ბილ კოსბის სექსუალური ძალადობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს
პენსილვანიის სასამართლომ 81 წლის ამერიკელ მსახიობს ბილ კოსბის სექსუალური ძალადობისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ამით კი მრავალწლიანი სასამართლო დავა დასრულდა. კოსბი დამნაშავედ ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში სცნეს, ახლა კი სასამართლო სასჯელის სახეს განიხილავდა.
კოსბი საპატიმროში სამიდან ათ წლამდე გაატარებს, სასჯელის ზუსტი ზომა მოგვიანებით გახდება ცნობილი. გარდა ამისა, მას იმ პირთა სიაში შეიყვანენ, ვისაც სექსუალური ხასიათის დანაშაული აქვს ჩადენილი. თვითონ მსახიობს განაჩენი არ შეუფასებია.
ბრალდების მხარე კოსბისთვის ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობას ითხოვდა. მსახიობის ადვოკატები აპელაციის პერიოდში ითხოვდნენ, რომ ის შინაპატიმრობაში ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ უარი უთხრა.
განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ ბილ კოსბის სექსუალური მხეცი უწოდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ კოსბის ქმედებებმა სერიოზული გავლენა იქონიეს ანდრეა კონსტანდზე, რომელიც მსახიობს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
კონსტანდმა სასამართლოში სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოდიოდა იმ შოკიდან, რომელიც სექსუალური ძალადობის შედეგად მიიღო.
"მან მოიპარა ჩემი ცხოვრება, ჩემი გულწრფელობა, რწმენა საკუთარ თავში და გარშემომყოფებში", - განაცხადა ანდრეა კონსტანდმა პროცესზე.
კოსბის საქმე ეხება 2004 წლის ეპიზოდს. ანდრეა კონსტანდი ფილადელფიის უნივერსიტეტში კალათბურთის გუნდში მენტორად მუშაობდა. ბილ კოსბი უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა და კალათბურთით იყო დაინტერესებული. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2002 წელს გაიცნეს და მეგობროდნენ.
როგორც კონსტანდი ყვება, ერთხელ კოსბიმ ის თავისთან სახლში მის მომავალზე სასაუბროდ მიიყვანა და განტვირთვისთვის რამდენიმე აბი მისცა. ანდრეა დათანხმდა და მალევე მიხვდა, რომ თავის სხეულს ვეღარ აკონტროლებდა. კონსტანდის თქმით, მსახიობი მასზე სექსუალურად ძალადობდა.
2006 წელს კონსტანდმა კოსბისთან წინასასამართლო შეთანხმება დადო, რომ ფულის სანაცვლოდ ინციდენტის შესახებ არ მოყვებოდა. მას შემდეგ, რაც კიდევ რამდენიმე მსგავს ინციდენტზე გახდა ცნობილი, კონსტანდი სასამართლოში წავიდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები