მწვანე ტური - ელექტრომობილით გავლილი გზა თბილისიდან ბათუმამდე
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ელექტრომობილების შეძენისგან თავს იკავებენ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. განსაკუთრებულ პრობლემად, ყოველთვის, შორ მანძილზე, განსაკუთრებით კი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება სახელდებოდა.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა მაინც სწრაფად იზრდება. დღეს საქართველოს მასშტაბით 5000-მდე ასეთი მანქანა მოძრაობს და, როგორც გაირკვა, დასავლეთის გზასაც უპრობლემოდ შეუძლიათ გაუყვნენ.
იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისიდან ბათუმამდე ელექტრომობილით წასვლის შემთხვევაში პრობლემა არ შეგექმნებათ, კომპანია სოკარმა ჟურნალისტებისთვის მწვანე ტური მოაწყო. თბილისიდან სრულად დამუხტული ორი ელექტრომობილი - Hyundai Ionic და Tesla Model S პირველად გორში, სოკარის ავტოგასამართ სადგურზე გაჩერდა. სწორედ აქ არის დამონტაჟებული სწრაფი დამტენი. 30-45 წუთი, რაც რეალურად ავტომობილების დამუხტვას სჭირდება, შეგიძლიათ იქვე ყავის დასალევად და სასაუზმოდ გამოიყენოთ.
შემდეგი გაჩერება ქუთაისშია. ადგილზე არსებულ სოკარის ავტოგასამართ სადგურს სწრაფი დამტენი მალე დაემატება. მანამდე კი ამ ქალაქში გაჩერება 1-1,5 საათი მოგიწევთ. ქუთაისში სრულად დამუხტული მანქანა ბათუმამდე შეფერხების გარეშე ჩაგიყვანთ.
ელექტრომობილების წახალისება და პოპულარიზაცია კომპანია სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორი, ლევან გიორგაძე აცხადებს, რომ კომპანიის მიზანი არ არის მომხმარებლისთვის მხოლოდ საწვავის მიწოდება. მისი თქმით, სოკარის ავტოგასამართი სადგურები მძღოლების ყველანაირ საჭირო სერვისს სთავაზობს.
"გარდაუვალია ამ ინდუსტრიის ფართო განვითარება. დღეს ავტომობილების დიდი ნაწილი შიდა წვის ძრავზეა, სულ მალე ხალხი ალტერნატიულ საწვავის მქონე მანქანებზე გადავა და ეს, დიდი ალბათობით, იქნება სწორედ ელექტრომობილი. ჩვენ არ ვართ საწვავის კომპანია, ჩვენ ვართ ავტოგასამართი სადგურების ქსელი. ჩვენ ვართ მძღოლების მეგობარი გზაზე, შესაბამისად, ყველანაირი ტრანსპორტის მომსახურება უნდა შეგვეძლოს. მათ შორის, ელექტროსკუტერებისაც. მალე, პარტნიორებთან ერთად ელექტროსკუტერების ელემენტებსაც დავაყენებთ. ამ მიმართულებას წავახალისებთ. რაც მეტი ელექტრომობილი იქნება, მით უფრო მალე მოწესრიგდება ეკოლოგიაც და ჰაერი სუფთა იქნება", - აცხადებს ლევან გიორგაძე.
კომპანია სოკარს საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილებისთვის ჯამში 8 დამტენი აქვს. ორი თბილისში, ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისში, ასევე სოფელ ურბნისში, კახეთში, რუსთავსა და მარტყოფშიც. თუმცა, კომპანია უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ასე რომ, ელექტრომობილების მძღოლებს გადაადგილება არა მხოლოდ დასავლეთით, არამედ - აღმოსავლეთითაც შეუძლიათ.
ელექტრომობილების პოპულარიზაციის გარდა, სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში სხვა მიმართულებებიც შედის. პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის ფარგლებში კომპანიამ გარემოს დაცვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის, უსაფრთხოების, ქალთა გაძლიერებისა და შშმ პირების მხარდაჭერისათვის არაერთი პროექტი განახორციელა და უახლოესი მომავლისათვის ახალი აქტივობებიც დაგეგმა. სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კომპანია ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
კომენტარები