საია: კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა ზურაბიშვილის ანტირეკლამების ამოღებაზე უკანონოა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნა, ამოიღონ ტელევიზიებისგან მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი წინასაარჩევნო ვიდეო, უკანონოა. საია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის წერილი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებსაც შეიცავს.
"აღნიშნული დოკუმენტი (წერილი) არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, არ არის მაუწყებლების მხრიდან სავალდებულოდ შესასრულებელი", — წერია საიას განცხადებაში.
არასამთავრობოს განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი ქცევის ზოგად წესს შეიცავს, კანონმდებლობის მიხედვით, თავმჯდომარის ბრძანება ვერ იქნება.
"შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა კომისიას.., თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია", — ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ წერილი საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში იმის გამოც მოდის, რომ თუ რეკლამით გარკვეული პირის უფლებებია დარღვეული, მას შეუძლია იმოქმედოს არა მაუწყებლის, არამედ რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ.
"მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას, იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გასცდეს მის უფლებამოსილებას", — აცხადებს საია.
ტელეკომპანიებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარისგან, კახა ბექაურისგან სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამების დაუყოვნებლივ ამოღების შესახებ წერილი 25 სექტემბერს მიიღეს. წერილით ირკვევა, რომ კომისიამ შეაფასა პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და ის "არაეთიკურად", "ზნეობრივი ნორმების შემბღალავად" და "უხამსობის" შემცველად მიიჩნია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები