ჭიათურის მერი თანამდებობიდან გადადგა
ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მას ფეისბუქზე დაწერა. გადადგომის მიზეზად ნადირაძე კი საკრებულოს დეპუტატებთან, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან დაპირისპირებას ასახელებს.
"რამოდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ბჭობა ჩვენს გუნდში თანამდებობებიდან წასვლაზე. გარე დაპირისპირებების გამო გუნდი ხვდებოდა, რომ ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა. ხან მე მაჩერებდნენ, ხან მე ვაჩერებდი მათ. ვცდილობდი, ვპირდებოდი რომ დალაგდებოდა ურთიერთობები, თუმცა უშედეგოდ. დღითიდღე იძაბებოდა განწყობები ჩვენი გუნდის მიმართ, რასაც ბევრი ზემდგომი სტრუქტურებიც ხელს უწყობდა, მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა, საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაგრამ ამაოდ", — წერს ნადირაძე.
პაატა ნადირაძე ჭიათურის მერად 2017 წელს აირჩიეს. მანამდე, 2015-2017 წლებში მუშაობდა იმერეთში გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დარღვევაზე აუდიტის სამსახურმა ანგარიში აგვისტოში გამოაქვეყნა. დაკარგული, გამოუყენებელი და გაფუჭებული სამშენებლო მასალები, წყლის სისტემის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები — ეს დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს გამოუყენებელი და დასაწყობებული აქვს 744 100 ლარის მასალები. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად ჯამში გადაიხადა 1 534 000 ლარი, სამუშაოები დაუსრულებელია.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს შესყიდული და გამოუყენებელი აქვს 66 400 ლარის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურება, რომლითაც დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები