16 NGO: პოლიცია სარალიძის აქციაზე შეკრების უფლებაში უხეშად ჩაერია, უნდა დაიწყოს გამოძიება
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გუშინ, 26 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციაზე პოლიცია შეკრების კონსტიტუციური უფლებაში უხეშად ჩაერია, რადგან აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება შეუზღუდა.
მათი თქმით, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობაა. საუბარია გუშინდელ, 26 სექტემბრის ინციდენტზე, როდესაც, ზაზა სარალიძის თქმით, პოლიციამ მას და აქციის სხვა მონაწილეებს გზა გადაუკეტა და კარავი და სხვა ნივთები მანქანიდან წაიღო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს", — წერია არასამთავრობოების განცხადებაში.
არასამთავრობოების თქმით, საქართველოს კანონმდებლობა დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვის დადგმას არ კრძალავს, თუ ის გზის სავალ ნაწილს არ უშლის ხელს. კარვის დადგმის შეზღუდვის გამო ისინი სამართალდამცავების ქმედებას უკანონოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებენ.
"შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უსაფუძვლოა და გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისათვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI);
- მწვანე ალტერნატივა;
- საფარი;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- თანასწორობის მოძრაობა;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).
გუშინ, 27 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ისინი მანქანით მიდიოდნენ პარლამენტისკენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა და კარავი და სხვა ნივთები მანქანიდან წაიღო. მისივე თქმით, მას თბილისის მერიასთან ჰქონდა შეთანხმება, რომ გაეშალა კარავი. სარალიძე რუსთაველის გამზირზე, ცენტრალურ მაგისტრალზე პროტესტის ნიშნად გაწვა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები