საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვას ქართულ ენაზე წარმოთქვამს. ის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც გაეროს ასამბლეაზე ქართულად ისაუბრებს. ამის შესახებ On.ge-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

საქართველოს პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნას რამდენიმე წუთში დაიკავებს და მას 193 ქვეყნის ლიდერები მოუსმენენ. სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მეთაური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ახალ ინიციატივებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილებს ყურადღებას.

მამუკა ბახტაძის გამოსვლას შეგიძლიათ მოუსმინოთ ლინკზე.