რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ციფრულმა კამპანიამ რეალური შედეგი მოიტანოს?
ქართული კომპანიების უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ციფრული რეკლამა მნიშვნელოვანია და ამ სივრცის ათვისება აუცილებელია, თუმცა ციფრული სფეროს განვითარებასთან ერთად სხვა საკითხი ხდება აქტუალური: სწორად ვათავსებთ თუ არა რეკლამას? ან იქნებ ტყუილად ვყრით ფულს იმ ადამიანებთან საუბარში, რომელთაც აზრადაც არ გაუვლიათ ჩვენი პროდუქტის ყიდვა?
პორტ:80 ქართული ონლაინ მედია სააგენტოა, რომელიც შედეგებზე ორიენტირებულ განთავსებას სთავაზობს კლიენტებს. სააგენტო Gemius-ის სისტემით თითოეული კამპანიის შედეგებს 120-ზე მეტი პარამეტრის მიხედვით ზომავს, თუმცა გარდა დეტალური რეპორტინგისა, პორტ:80-თან თანამშრომლობა სხვა კუთხითაც არის კომფორტული.
კომპანია რეკლამის გავრცელებას სამიზნე აუდიტორიაზე ორიენტირებით უზრუნველყოფს. შესაბამისად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი რეკლამა საჭირო ადამიანებს მისწვდება.
როგორ ვიპოვოთ სამიზნე აუდიტორია?
დღესდღეობით მრავალი კომპანია საიტებს ვიზიტორების რაოდენობით არჩევს, ხოლო მათ აუდიტორიას ნაკლებად აქცევს ყურადღებას. არადა, ვირტუალური რიცხვები რომ გვერდით გადავდოთ, რეალური შედეგების მიღწევა (ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების გაზრდა, სეგმენტის გაფართოება), არასწორ აუდიტორიასთან კომუნიკაციით შეუძლებელია.
პორტ:80-მა ქართული ონლაინ სივრცის დეტალური კვლევა ჩაატარა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით თემატური განთავსების პაკეტები შექმნა. თითოეული პაკეტი მოიცავს აუდიტორიის დეტალურ ანალიზს სქესის, ინტერესთა სფეროების, ასაკისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
მაგალითად, პორტ:80-მა გამოყო სამი ყველაზე პოპულარული კატეგორია, რომელზეც ონლაინ რეკლამის განთავსება ყველაზე ეფექტურია. ესენია:
- მედია და ინფორმაცია;
- სპორტი;
- გართობა;
ამ სამივე კატეგორიას ერთმანეთისგან განსხვავებული აუდიტორია ჰყავს. ზოგიერთს უფრო მეტი კაცი სტუმრობს, ზოგს კი - ქალი. ამ მიზეზით, ორი ძირითადი პაკეტია შექმნილი და იმ ვებ-პორტალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც აუდიტორიის 75% მხოლოდ კაცი ან მხოლოდ ქალი ჰყავს.
კომპანიის მიერ შემუშავებული სტრატეგია პრემიუმ, საშუალო და ეკონომ პაკეტებად იყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველ სტრატეგიას ნებისმიერი ზომის ბიზნესი იპოვის. პორტ:80-ს ჯამში სულ 15 თემატური პაკეტი აქვს შემუშავებული, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება აქ შეგიძლიათ.
როგორ გადავამოწმოთ, მუშაობს თუ არა ციფრული სარეკლამო კამპანია?
დღესდღეობით გაგიჭირდებათ ისეთი ბიზნესების ჩამოთვლა, ვისაც ციფრული რეკლამა საერთოდ არ წაადგება (შეიძლება, თონე? თუმცა ცხელ შოთსაც შეიძლება დასჭირდეს ონლაინ-ხილვადობა). ამ მიმართულებით უკვე უამრავი მეთოდი თუ ხელსაწყო არსებობს და მათი რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მუდმივად ინფორმირებულობა სერიოზული გამოწვევაა. როგორ გავზომოთ ამ ინფორმაციის ზღვაში ჩვენი შედეგები?
განთავსებების წარმატების შეფასება პირველ რიგში, კამპანიის მიზნებზეა დამოკიდებული. იმის მიხედვით, რა არის თქვენი მიზანი, სხვადასხვა მაჩვენებელს უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ გინდათ, რომ გაყიდვები გაზარდოთ, განთავსების ეფექტურობა მიღებული კონვერსიების რაოდენობითა და მათი საშუალო ღირებულებით უნდა შეაფასოთ. თუ თქვენი მიზანი ონლაინ აუდიტორიის კონკრეტული პროცენტის ყურადღების მიპყრობაა, ამ შემთხვევაში სიხშირისა და დაფარვის პარამეტრებია მნიშვნელოვანი. ხოლო, თუ ეს ტერმინები თქვენთვის გაუგებარია, სადარდებელი არაფერია - ამ საქმის მინდობა პროფესიონალებისთვის შეგიძლიათ, რომლებიც შედეგების ანალიზშიც დაგეხმარებიან და ოპტიმიზაციისთვის რეკომენდაციებსაც მოგცემენ.
მარკეტინგული სტრატეგიის წარმატება არა იმდენად ბიუჯეტზე, არამედ დაგეგმვამდე ჩატარებულ სამუშაოებზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, აუდიტორიების გათვალისწინების გარეშე გაწერილი ციფრული კამპანია ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას ჰგავს, რაც ყველაფერთან ერთად, ძვირიც დაგიჯდებათ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები