ევროპული განათლება აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის
თითქმის ერთი თვეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში გაიხსნა, სადაც ევროკავშირის დაფინანსებით, 30 მეთერთმეტე კლასელი სწავლობს. მათგან ათი ქართველია, რომელთა შორის არიან ბავშვები საქართველოს რეგიონებიდან, მათ შორის ქარელიდან და ჩოხატაურიდან. ისინი კონკურსის შედეგად შეარჩიეს.
"მოსწავლეებმა რეგიონებიდან გაგვაოცეს თავიანთი შედეგებით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საჯარო სკოლებში სწავლობდნენ. ამ სკოლით გვინდოდა, იმ ბავშვებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ვისაც დიდი ხარჯებიდან გამომდინარე, არ ექნებოდათ ამ პროგრამაზე სწავლის საშუალება", — აღნიშნავს პროექტის მენეჯერი ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, ნინო სამველიძე და დამატებით განმარტავს, რომ დამამთავრებელი კლასების ორი წელი ინტენსიური იქნება:
"ზოგს ფიზიკურადაც არ შეუძლია ამის დაძლევა. აქ მოხვედრა არის კარგი, მაგრამ აქ მოხვედრისთვის მზად უნდა იყვნენ ბავშვები".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვინც 16 ან 17 წლის იყო, ჰქონდა სასკოლო ქულების კონკრეტული ნიშნული (GPA) და ინგლისური ენა იცოდნენ B2 დონეზე. ორი წლის განმავლობაში ისინი დაესწრებიან გაკვეთილებს მულტიკულტურულ გარემოში, ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლიან, მეცნიერებას, ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიასა და ეკონომიკას.
აღმოსავლეთ პარტნიორების მოქალაქეებისთვის გამოყოფილი 30 სტიპენდია, როგორც 2-წლიან IB (International Baccalaureate, IB) პროგრამაზე სწავლის გადასახადს, მათ საცხოვრებელსა, კვებას მოიცავს.
"უნივერსიტეტს, სადაც IB დიპლომის მფლობელი აბარებს, არ უჩნდება კითხვა, არ ითხოვს დამატებით ტესტების ჩაბარებას იმისთვის, რომ დარწმუნდეს აპლიკანტის კვალიფიკაციაში", — ამბობს ნინო სამველიძე. მისივე თქმით, ეს არის პირველი სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის სასკოლო სისტემაზე და რომელიც გაიხსნა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ევროპული ფასეულობების გასავრცელებლად.
2017 წლის ნოემბერში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაამტკიცა ევროპული სკოლის გახსნა. სკოლა 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთია.
"ამ იდეას აქვს უფრო დიდი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას რეგიონში, ისევე როგორც ჩვენი და დანარჩენი ხუთი ქვეყნის დაახლოების პროცესს ევროკავშირთან".
სკოლაში მომდევნო წელსაც 30 მოსწავლეს მიიღებენ. მათთვის საბუთების მიღება 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლა საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივით გაიხსნა. იგი პირველ ეტაპზე, კერძო სკოლის – "ახალი სკოლა" ბაზაზე იმუშავებს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები