ავტოინსპექტირების ორგანოების ასოციაცია: ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის ქვეშ დააყენა ინსპექტირების საკითხი
ინსპექტირების საკითხთან დაკავშირებით ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:
"ეკონომიკის სამინისტრო არჩევანის წინაშეა. ნებსით, ან შესაძლოა, გარკვეული ზეწოლის საფუძველზე, მან საფრთხის წინაშე დააყენა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საკითხი, რეფორმა, რომლის შედეგად ქვეყნაში ეკოლოგიური ფონი მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება კი უფრო უსაფრთხო გახდეს.
ორი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიასა და პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ოფიციალურად ვთხოვეთ შეხვედრა. ჩვენი მიზანია ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში თანაბარკონკურენტული გარემოს შექმნა და იმ ტიპის რეგულაციების შემოღება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტანდარტებს შეესაბამება და არა კერძო ინტერესებს, რომელთა არსებობას სერიოზული მტკიცებულებები ადასტურებს. მათ ნაწილს დღესვე წარმოგიდგენთ.
ჩვენ, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია ვაცხადებთ, ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის წინაშე დააყენა რეფორმა, როდესაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში შემოიყვანა საქართველოს ბანკის და ალდაგის შვილობილი პრემიუმ რეზიდენსი, მოგვიანებით გრინვეი საქართველოდ წოდებული კომპანია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში არამხოლოდ თეორიული და ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია, არ აქვს შესაბამისი სერვის ცენტრები, მეტიც, მათი მშენებლობის თანხმობაც კი არ გააჩნიათ. არ ჰყავს მომსახურე პერსონალი, მათი შერჩევაც ახლახან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გრინვეი საქართველო თავს ასაღებს უცხოური კომპანია Applus+-ის პარტნიორად, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სფეროში არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შერჩევის წესი სწორედ ამ გამოცდილებას მოითხოვდა, რის გამოც ჩვენი ასოციაციის ვერცერთმა წევრმა შერჩევაში მონაწილეობა ვერ მიიღო, გრინვეი საქართველოს კი, რატომღაც, სიტყვაზე ენდნენ. გრინვეი საქართველო მხოლოდ ფურცელზეა უცხოური კომპანია Applus+-ის პარტნიორი, არ არსებობს მათი ერთობლივი მუშაობის არანაირი პროდუქტი ან შედეგი, არც კომპანია Applus+ ოპერირებს 70-მდე ქვეყანაში, როგორც ამის შესახებ გრინვეი საქართველო აცხადებს.
ამ და სხვა, უამრავი მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელია ლოგიკურად, რეფორმის ხელშეწყობის მიზნით შერჩეულად ჩაითვალოს გრინვეი საქართველო, რომელსაც რატომღაც მუშაობის ათწლიანი უფლება მიეცა, ასოციაციაში შემავალ, 20-წლიანი გამოცდილების მქონე, ტექნიკურად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კომპანიებს კი მხოლოდ ოთხი წლით განუსაზღვრეს მუშაობის უფლება. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ოთხი წლის შემდეგ მათ საერთოდ უარი ეთქვათ აღნიშნულ სფეროში მუშაობაზე და მათგან გამოთავისუფლებული ხაზები ჩაანაცვლოს სახელმწიფოს მფარველობაში ღიად მყოფმა გრინვეი საქართველომ. ასოციაციის წევრ კომპანიებს უკვე ხელოვნურად არ ეძლევათ ახალი ხაზების განვითარების შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტრომ ასოციაციასთან სასამართლოში პირველი საქმე წააგო. სრულად დაკმაყოფილდა შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი"-ს სარჩელი და ეკონომიკის სამინისტროს ამ კომპანიასთან ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აღჭურვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება დაევალა.
შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი" ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შერჩევაში მონაწილეობდა და თბილისში ინსპექტირების 7 ხაზით აღჭურვილი ცენტრის მოწყობას გეგმავს, რის შემდეგაც ასოციაციაში შემავალი კომპანიების საკუთრებაში იქნება 96 ხაზი. საქართველოში რეგისტრირებული მილიონი ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისთვის კი 100 ხაზი კმარა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ ავტომობილების ინსპექტირების რეფორმის პროცესში ეკონომიკის სამინისტრო კანონშეუსაბამოდ მოქმედებდა.
არსებული სიტუაცია გვაიძულებს, ვიქონიოთ არგუმენტირებული ეჭვი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტობრივად საეჭვო ინტერესების სანაცვლოდ სასწორზე დააყენა რეფორმა. ვიმედოვნებთ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს დროში შეიცვლება მიმდინარე რეფორმის პროცესში მიღებული სისტემური ხასიათის სადავო გადაწყვეტილებები, რათა ჩრდილი არ მიადგეს, ან არ შეაფერხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესი და სრულად გაქრეს ბიზნესის ამ სფეროს არაეთიკური ქმედებებით მონოპოლიზებისა და კონკურენციის არსებითად შეზღუდვის მოლოდინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები