ვიდეო: 6 წლის ბიჭმა 10-წამიანი პროცედურის შემდეგ პირველად დაილაპარაკა
6 წლის მეისონ მოტსი სტომატოლოგთან გეგმიურ შეხვედრაზე მივიდა, თუმცა ერთმა ვიზიტმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მეისონი ექვს წლამდე არ საუბრობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გარშემომყოფებთან არავერბალურად კონტაქტობდა. როგორც ექიმები მის მშობლებს ეუბნებოდნენ, ბიჭუნა ვერასდროს ისაუბრებდა, რადგან ახალშობილს ტვინზე ანევრიზმა ჰქონდა.
მას ასევე სოტოსის სინდრომი აქვს — გენეტიკური დარღვევა, რომელიც სახის სტრუქტურის განვითარებაზე ახდენს გავლენას და დასწავლისას სირთულეებს ქმნის.
მეისონთან სპეციალისტები მუშაობდნენ, რომ მისი ლაპარაკის შესაძლებლობა გაუმჯობესებულიყო, თუმცა პროგრესს ვერ აღწევდნენ.
"მისი სალაპარაკო ლექსიკონი 5 სიტყვისგან შედგებოდა, ჩვენ კი მკურნალობის ალტერნატიულ გზებს ვეძებდით. ის წინადადების მხოლოდ პირველ სიტყვას ამბობდა და მისი მხოლოდ მე და ჩემს ქმარს გვესმოდა", - ამბობს მეისონის დედა მერედიტი.
როგორც სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, მეისონს ენის ლაგამი ჰქონდა, რაც ენის პირის ძირზე დაბმას გულისხმობს. მშობლები სამედიცინო ჩარევას დათანხმდნენ, რაც დაახლოებით 10-წამიან პროცედურას გულისხმობდა.
იმავე დღეს მეისონმა ლაპარაკი დაიწყო.
"საღამოს სახლში დავბრუნდით თუ არა, მან ჩვენთან ლაპარაკი დაიწყო. 'შეიძლება ფილმი ჩავრთო? მშია, მწყურია', ამ ყველაფერს პროცედურიდან რამდენიმე საათში გვეუბნებოდა და ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით, რადგან ის პირველად გველაპარაკებოდა და პირველად ასრულებდა წინადადებებს. შოკში ვიყავით", - იხსენებს ჯეისონის დედა.
მეისონი საუბრის გასაუმჯობესებლად სპეციალისტთან კვლავ დადის. პროცედურიდან რამდენიმე თვეში მან 1-დან 4 წლამდე ბავშვის საუბრის დონეზე მიაღწია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მეისონი თანატოლივით საუბარს 13 წლის ასაკში დაიწყებს. პროცედურის შემდეგ მეისონის ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდა. ის ვერბალურ კონტაქტს ამყარებს ადამიანებთან და ამის გარდა, კვების დროს აღარ ახველებს.
როგორც მეისონის დედა ამბობს, ყველა მშობელმა უნდა იბრძოლოს საკუთარი შვილის კეთილდღეობისთვის.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები