საქართველოში ევროპული სტანდარტის ტექდათვალიერების ცენტრების ქსელი გრინვეი საქართველო იქმნება
უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ტექინსპექტირების 26 ცენტრი, მობილური, გადაადგილებადი სადგური მთიანი რეგიონებისთვის, 350 ახალი სამუშაო ადგილი თბილისსა და რეგიონებში, სწრაფი და კომფორტული ტექინსპექტირების სერვისი - ეს კომპანია გრინვეი საქართველოს უახლოესი მიზნებია, რომელიც კომპანიამ გუშინ მედიას და საზოგადოებას გააცნო.
გრინვეი საქართველო ახალი ქართული კომპანიაა და ყველა ამ მიმართულებით ის უკვე აქტიურად მუშაობს. 2 ოქტომბერს, სასტუმრო რუმსში, გრინვეი საქართველოს კომერციულმა დირექტორმა თეონა ჭკადუამ და კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან აბრამიშვილმა, კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორ, საერთაშორისო კომპანია Applus+ automotive-ის ვიცე პრეზიდენტ ჰანს-იურგენ შიმპგენთან ერთად დეტალურად ისაუბრეს გრინვეი საქართველოს მიერ უკვე შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.
როგორც ცნობილია, საქართველომ, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, აიღო ვალდებულება განახორციელოს ავტომანქანების ტექდათვალიერების რეფორმა. 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერება უკვე სავალდებულო გახდა 3.0 და მეტი ძრავის მქონე მანქანებისთვის, 1 იანვრიდან კი - ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
გრინვეი საქართველოს უმთავრესი მიზანია ტექდათვალიერების აუცილებელი პროცესი გახადოს მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხო. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება და ძლიერი პარტნიორი.
"საქართველოში დაწყებულია პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ავტომობილების ტექდათვალიერების ხარისხის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს კი რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, რადგან გულისხმობს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გზებზე უბედური შემთხვევების შემცირებას. ამ მიზნების მისაღწევად კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, გამოცდილი სერვისის შექმნა", - განაცხადა კომპანია Applus+ automotive -ის ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-იურგენ შიმპგენმა.
შიმპნგენის თქმით, სწორედ ამ მიზნით, გრინვეი საქართველო ოპერირებას იწყებს ამ სფეროში მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან Applus+ თანამშრომლობით, რომელიც 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი და დიდი გამოცდილება აქვს ავტომობილების ტექდათვალიერების სფეროში. სწორედ მის სახელს უკავშირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რაც უსაფრთხო და სანდო ტექდათვალიერების ცენტრების აუცილებელი პირობაა.
"ამ თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება თანამედროვე, ევროპული ტიპის ტექდათვალიერების ცენტრების ქსელის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის ყავს პროფესიონალი გუნდი, რომელიც იქნება საიმედო მრჩეველი და თითოეულ მოქალაქეს გაუადვილებს ტექდათვალიერების აუცილებელ პროცესს,“ - ამბობს ჰანს-იურგენ შიმპგენი.
"Applus+-ის მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და თავისთავად გულისხმობს, რომ გრინვეი საქართველოს მომსახურება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომლის მთავარი უპირატესობა სწრაფი, სანდო, მოქნილი და უსაფრთხო სერვისის უზრუნველყოფა იქნება" - განაცხადა გრინვეი საქართველოს კომერციულმა დირექტორმა, თეონა ჭკადუამ.
გრინვეი საქართველომ ასევე პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოში წამყვან, ავტოტექინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიასთან Actia, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ტექდათვალიერების პროცესი, ტექნოლოგიური კუთხით, პასუხობდეს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს.
თეონა ჭკადუა აღნიშნავს, რომ გრინვეი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ჩამოაყალიბოს საუკეთესო სპეციალისტების, თანამედროვე სტანდარტებით მომზადებული პროფესიონალთა ძლიერი გუნდი. ესპანეთში, Applus+ ცენტრალურ ოფისში უკვე გადამზადდა კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. ეს პროცესი გაგრძელდება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ განვითარებას სისტემატიური ხასიათი ექნება.
ამ ეტაპზე კომპანიის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლოსთვის, სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებებით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 26 სადგური სრულ მზადყოფნაში იქნება. პარალელურად მიმდინარეობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გრინვეი საქართველოს გუნდის წევრების მოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები