საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, დაზიანდა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლიც.

უწყების განცხადებით, ამ დროისთვის, 10 შეტყობინება მიიღეს. მათი თქმით, ყველაზე მეტი შეტყობინება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა, სადაც ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა პირმა. მათივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

უწყებაში ამბობენ, რომ გლდანში წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა, თემქის დასახლებაში კი ძლიერმა ქარმა ერთ სახლს სახურავი გადახადა. ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი-სამგორის რაიონშიც.