საია: ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენი უკანონოა
ფოტო: On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს:
"სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი".
- კაბელების საქმის პროკურორი: გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა
- კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ გაამტყუნა და პატიმრობა მიუსაჯა
- ზურაბ აბაშიძე კაბელების საქმის განაჩენზე: ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ
- ალასანია: ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს
საია მიიჩნევს, საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან:
"ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:
"როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ".
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქცენტს აკეთებს საქმეში არსებულ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულებს დანაშაულის ჩადენის მოტივი არ გააჩნდათ:
"უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, დ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით შემადგენლობა".
საიას თქმით, ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა ბრალდებულების
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა
მფლობელობაში არასდროს გადასულა, ასევე საფუძველი არ აქვს ბრალდებას სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გასაფლანგად შექმნილი შეთანხმებული ჯგუფის არსებობის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც ბრალდებულების გარდა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ.
საია მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განზრხვაის არსებობა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის ვინმეს სასიკეთოდ გასაფლანგად.
"ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი, ურთერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ წინაპირობას.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა საქმეზე, მაშინ როცა პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ამასთან აღნიშნული საქმე პრობლემური იყო სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბრალდების ნაწილში არ იყო დასაბუთებული ბრალის სუბიექტი, სუბიექტური მხარე და მოტივი" - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
-
7 კითხვა, რომელზეც Stranger Things-ის მეხუთე სეზონმა უნდა გვიპასუხოს 7 კითხვა, რომელზეც Stranger Things-ის მეხუთე სეზონმა უნდა გვიპასუხოს
გადახედვა
-
ნახეთ: რუსეთის პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა დებიუტისას სცენაზე "ცხვირ-პირი წაიმტვრია" ნახეთ: რუსეთის პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა დებიუტისას სცენაზე "ცხვირ-პირი წაიმტვრია"
გადახედვა
-
იშვიათი მოვლენა: ქალი, რომელიც ტვინის უმეტესი ნაწილის გარეშე დაიბადა, 20 წლის გახდა იშვიათი მოვლენა: ქალი, რომელიც ტვინის უმეტესი ნაწილის გარეშე დაიბადა, 20 წლის გახდა
გადახედვა
-
მეცნიერები აცხადებენ, რომ ალცჰაიმერთან ბრძოლა ამ ორი წამლის კომბინაციით შეიძლება მეცნიერები აცხადებენ, რომ ალცჰაიმერთან ბრძოლა ამ ორი წამლის კომბინაციით შეიძლება
გადახედვა
-
გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრებს "მორზეს ანბანის" მარტივი კოდი ასწავლეს მეცნიერებმა ფუტკრებს "მორზეს ანბანის" მარტივი კოდი ასწავლეს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე ნანა სანდერს ბრალი დაუმძიმდა 4 ოქტომბრის საქმეზე ნანა სანდერს ბრალი დაუმძიმდა
გადახედვა
-
გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
-
Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა
-
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
-
სტრატეგია აღმაშენებელი: ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე სტრატეგია აღმაშენებელი: ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე
გადახედვა
-
5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი 5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი
-
ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავის ამოფრქვევა პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავის ამოფრქვევა პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე ჩინეთში მიდის, სადაც განათლების რეფორმასა და სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე ისაუბრებს გივი მიქანაძე ჩინეთში მიდის, სადაც განათლების რეფორმასა და სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე ისაუბრებს
გადახედვა
-
"დროების" ჟურნალისტ თიკო ერაძეს ოცნების პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა "დროების" ჟურნალისტ თიკო ერაძეს ოცნების პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა
გადახედვა
-
ქალი ლიდერები IT სფეროში — გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია ქალი ლიდერები IT სფეროში — გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე — როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე — როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები
-
ქვეყანა დამხობას გადაარჩინა ნამდვილად, მაგრამ გადაარჩინა ადამიანის უფლებათა დარღვევის ხარჯზე — ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიაზე ქვეყანა დამხობას გადაარჩინა ნამდვილად, მაგრამ გადაარჩინა ადამიანის უფლებათა დარღვევის ხარჯზე — ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა
-
ჰიტლერის დნმ-ის ანალიზის თანახმად, მას სქესობრივი გენეტიკური დარღვევა ჰქონდა ჰიტლერის დნმ-ის ანალიზის თანახმად, მას სქესობრივი გენეტიკური დარღვევა ჰქონდა
გადახედვა
კომენტარები