პიტერ დინკლიჯმა სამეფო კარის თამაშებში ტირიონ ლანისტერის როლის შესრულებისთვის წელს ემი მესამედ მიიღო.

როგორც იცით, 2019 წელს HBO ამ ბრწყინვალე შოუს ფინალურ სეზონს გამოუშვებს, მსახიობები კი GOT-ს ერთმანეთის მიყოლებით საკმაოდ ემოციურად ემშვიდობებიან.

მათ შორის არის თავად პიტერიც, რომელსაც შოუსთან გამომშვიდობება აღმოჩნდა, რომ ძალიან უჭირს.

"სერიალთან გამომშვიდობება ძალიან სამწუხარო ამბავია. სამეფო კარის თამაშები არ ყოფილა მხოლოდ უდიდეში შოუ, ის ცხოვრების ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები ჩემი სახლისგან ძალიან შორს მიმდინარეობდა [დინკლიჯი ნიუ-იორკში ცხოვრობს, შოუს კი ევროპაში იღებენ] მაინც რთულია იმ გარემოსთან დამშვიდობება, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა. თანაც, ეს მხოლოდ შოუსთან გამომშვიდობებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს დამშვიდობებას იმ ცხოვრებასთან რომელიც გქონდა და გიყვარს", - ამბობს პიტერი.

პიტერამდე შოუს ინსტაგრამზე სევდიანი პოსტებით გამოემშვიდობნენ მეისი უილიამსი და ემილია კლარკი.