იუტაში მცხოვრები წყვილი ამბობს, რომ 2 წლის შვილმა 1 000 დოლარზე მეტი ოდენობის ქაღალდის ფული გაანადგურა.

ბენი და ჯეიკი ფეხბურთის ფანები არიან და მატჩებზე დასასწრებად ბილეთების შესაძენ ფულს მშობლებისგან სესხულობდნენ. როდესაც მათ 1 060 დოლარი შეაგროვეს, ის კუპიურების სახით კონვერტში ჩადეს და შეინახეს.

წარმოიდგინეთ მათი შფოთვა, როცა კონვერტი გაქრებოდა.

და წარმოიდგინეთ მათი ელდა, როდესაც ფულს ამ სახით იპოვიდნენ.

როგორც ბენი ტვიტერზე წერს, სახლში ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ფული შრედერში [ქაღალდის გამანადგურებელი] იპოვეს.

"სანაგვეში ვიქექებოდი, როცა უეცრად ჩემი ცოლის ყვირილი მომესმა. მას ხელში შრედერი ეჭირა, როცა მითხრა 'მგონი, ჩვენი ფული აქაა'", - ყვება ბენი.

მისი სიტყვებით, 2 წლის ლეო ხშირად ეხმარება მას ქაღალდების დანაწევრებაში.

როგორც აღმოჩნდა, იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან აშშ-ში არსებობს სამთავრობო ოფისი, რომელიც დაქუცმაცებულ ქაღალდის კუპიურებს ფულში ცვლის. ბენის თქმით, კურიერმა დანაკუწებული ნარჩენები უკვე წაიღო, თუმცა ისინი ფულს სავარაუდოდ ერთ ან ორ წელიწადში მიიღებენ.