რა გავლენას ახდენს ჩვენზე უძილობა? - კვლევის შემაშფოთებელი შედეგები
მიჩიგანის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ძილის თაობაზე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევის ფარგლებში დაადგინეს, თუ რამხელა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძილობას ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის - იქნება ეს მცხობელი, რომელსაც ორცხობილები დაეწვა, თუ ქირურგი, რომელმაც ოპერაცია უყურადღებოდ ჩაატარა.
ძილის ნაკლებობაზე მრავალი კვლევა არსებობს, თუმცა ზუსტად რამდენად დიდ გავლენას ახდენს უძილობა ჩვენს უნარზე, წარმატებით გავართვათ საქმეს თავი - უცნობი იყო.
"თუ ისეთ სფეროებში დაშვებულ შეცდომებს შევისწავლით, როგორიც მედიცინა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თუნდაც ატომური ელექტროსადგურების მართვაა, ვნახავთ, რომ ამ შეცდომების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძილის ნაკლებობაა. უამრავ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს ძილი ქრონიკულად აკლია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების ერთ მეოთხედს სამსახურში ერთხელ მაინც ჩასძინებია, " - აცხადებს კვლევის ავტორი.
სხვა კვლევებისგან განსხვავებით აღნიშნულ ექსპერიმენტში მეცნიერებმა სცადეს დაედგინათ, თუ რამდენად ახდენს გავლენას უძილობა სხვადასხვა დავალებების წარმატებით შესრულების უნარზე.
"კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომების - ჩერნობილის კატასტროფის, შატლ ჩელენჯერის აფეთქების, ან თუნდაც ყოველდღიური ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევების დიდი ნაწილის უკან ძილის ნაკლებობა ნაწილობრივ მაინც დგას," - აცხადებს კვლევის ავტორი.
"ამერიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 11 ქირურგიული ღრუბელი და სხვა საოპერაციო ნივთი ექიმებს ნაოპერაციები ადამიანის ორგანიზმში რჩებათ, საბოლოოდ კი წელიწადში 4 500-დან 6 000-მდე ასეთ შემთხვევა გროვდება. ორგანიზმში დატოვებული ნივთების 70 პროცენტი სითხის შემწოვი ღრუბლებია. ეს უძილობით გამოწვეული უყურადღებობის გამო დაშვებული შეცდომების კარგი მაგალითია. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ძილი აკლიათ, რთული პროცედურები ძალიან მცირე დროით ან საერთოდ არ უნდა შეასრულონ" - აცხადებენ მეცნიერები.
კვლევაში მონაწილეობა 234-მა ადამიანმა მიიღო, მეცნიერებმა მონაწილეების ნაწილს გამოძინების საშუალება მისცეს, ნაწილს კი არა. მეორე დღეს მათ გარკვეული ტიპის დავალებების შესრულება სთხოვეს და აღმოაჩინეს, რომ გამოუძინებელ მონაწილეებში შეცდომების დაშვების შანსი ბევრად მაღალი იყო. გამოუძინებელი მონაწილეების 15-მა პროცენტმა დავალებას თავი საერთოდ ვერ გაართვა, ეს მაჩვენებელი გამოძინებულ ჯგუფში კი მხოლოდ ერთი პროცენტი იყო.
უძილობით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითება შეცდომების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კვლევის ავტორის თქმით ჩვენ რთულ და დამაბნეველ სიტუაციებში ყოველდღიურად ვხვდებით, თუმცა ასეთ სიტუაციებითან გამკლავება გამოუძინებელი ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთულია.
"დაქვეითებული კოგნიტური შესაძლებლობებით მუშაობა უამრავ პრობლემას ქმნის. ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან, კრიტიკულ საქმეებს ყოველდღიურად აკეთებენ, უძილობით საფრთხეს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთელ საზოგადოებას უქმნიან," - ნათქვამია კვლევაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები