ადვოკატი: ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემიჯნება ომეგა ჯგუფის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
ადვოკატი ირწმუნება, რომ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და რომ ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს:
"ბატონი ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში".
ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების თავდასხმის ობიექტია და მის მიმართ მედია საშუალებებში ვრცელდება არაერთი "აბსურდული განცხადება", რომელიც ძირითადად გავრცელებულ "ცრუ ინფორმაციებს" ეყრდნობა.
ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, ყველაფრის მიზანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციაა. ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს ადვოკატი "ფარსსა" და "დადგმულ სპექტაკლს" უწოდებს:
"ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს".
ომეგა ჯგუფის საქმე
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა 4 ოქტომბერს გასცა.
10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. ორი კვირის შემდეგ პროკურატურამ ომეგა ჯგუფის საქმეს კიდევ რამდენიმე ჩანაწერი დაურთო.
რუსთავი 2-მა გაავრცელა ასევე "სარდაფის ეპიზოდის" აუდიოჩანაწერიც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდა და მას ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.
ომეგა ჯგუფის საქმის ჩანაწერებზე ლევან ყიფიანი სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხა. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერებზე დათანხმების მიზანი იყო, რომ ოქუაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. მისი განმარტებით, ჩანაწერებით უცხოელი პარტნიორები სახელმწიფოს მიერ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ შეიტყობდნენ, ოქუაშვილი კი ამ დროს საქართველოში ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანების საკითხსაც გადაჭრიდა. თუმცა როგორც ყიფიანი განმარტავს, ის აუდიოჩანაწერები, რომელიც მედიით გავრცელდა დამონტაჟებულია.
ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლონ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები