თიბისი ბანკმა, შესაძლოა, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს უჩივლოს
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საჭირო საბუთების შეგროვების შემდეგ საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ისინი ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისთვის სასამართლოში ჩივილს გეგმავენ:
"ახლა ვაგროვებთ საბუთებს და ვისაც მოეთხოვება პასუხი სასამართლოში შევიტანთ".
ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ბოლო დღეებია ბანკისა და კონკრეტულად სამუშაო საათებთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია ვრცელდება:
"გახსნის დღიდან, 2005 წლიდან მარჯანიშვილის ფილიალი მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. დიახ, იურიდიული განყოფილებაც მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 20-მდე. ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია სხვანაირად მოხდა".
რაც შეეხება ჩემს ნაცნობობას, ბუცხრიკიძის თქმით, ის არ იცნობს ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი გახარია კი, როგორც ამბობს ბიზნესომბუდსმენად გაიცნო.
"ოქუაშვილის ბრალდება სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით — განსხვავებით ოქუაშვილისგან მე არასდროს ვიწერ ჩემს ბიზნესშეხვედრებს. ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ბატონო ლევან ყიფიანს შორის. საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. საბანკო პროცედურების სრული დაცვით არის ჩატარებული ტრანზაქცია და ამაზე ინფორმირებულია ფინანსური სამსახური".
30 სექტემბერს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა და ქართული ოცნების დამფუძნებელმა მას ოთხი მილიონის გადარიცხვა მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა მას პატრიოტთა ალიანსისა და თავისი მოგების 50%-ით ქართული ოცნების დაფინანსებაც მოსთხოვა. თუმცა, როგორც ის ამბობს, მასპატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება აღარ დაუფინანსებია.
პირველ ოქტომბერს რუსთავი 2-მა მორიგი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერით დასტურდება, რომ თიბისი ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ ყოფილი ბიზნეომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები