ექიმი, რომელმაც ზურაბიშვილს 20000 ლარი შესწირა, ამბობს, რომ მისი მხარდამჭერი არაა
ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა, ფეისბუქზე წერს, რომ არჩევნებში ხმას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს არ აძლევს.
ამ ეტაპისთვის ფეისბუქზე კინტრაიას პოსტი მისაწვდომი არაა.
ნიკოლოზ კინტრაია ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების იმ ექიმებს შორისაა, რომელმაც ქართული ოცნების მირ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი შესწირა.
On.ge დაინტერესდა თუ რატომ გადაურიცხა ნიკოლოზ კინტრაიამ სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხა მიუხედავად იმისა, რომ მისი ამომრჩეველი არ არის. თუმცა კინტრაია სოციალურ ქსელში ჩვენს მინაწერებს არ პასუხობს.
On.ge-მ ორივე კლინიკის მხოლოდ 7 თანამშრომლის იდენტიფიცირება მოახერხა, რომლებმაც ჯამში ზურაბიშვილს 154 ათასი გადაურიცხა.
შემწირველთა სია ასე გამოიყურება:
- ნატა ყაზახაშვილი 50 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი;
- ზურაბ დარახველიძე 50 ათასი ლარი - დარახველიძე არის ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი. ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა დროს ჯამში გადარიცხული აქვს 65 ათასი ლარი;
- ნიკოლოზ კინტრაია 20 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი. 2016-17 წლებში ქართულ ოცნებას შესწირა 100 ათასი ლარი;
- პალიკო კინტრაია 10 ათასი ლარი - მეან-გინეკოლოგი, 2002 წლიდან ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 60 ათასი ლარი;
- რევაზ სულუხია 10 ათასი ლარი - ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2016 წელს ქართულ ოცნებას შესწირა 40 ათასი ლარი;
- ლელა ბრეგაძე 7 ათასი - ღუდუშაურის კლინიკის ექიმი. 2016 წელს ქართულ ოცნებას 9 ათასი ლარი შესწირა;
- მარიამ გოცირიძე 7 ათასი ლარი - ჩაჩავას კლინიკის რადიოლოგი. 2016 წელს ქართულ ოცნებას 25 ათასი ლარი შესწირა.
როგორც შემდეგში აღმოჩნდა ჩაჩავასა და ღუდუშაურის აქციების მფლობელი ქართული ოცნების დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძეა. გოცირიძე On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მითითება შემოწირულობის სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხვასთან დაკავშირებით, არავის გაუცია. მას ასევე უკვირს, რატომ უკავშირებენ მას და ექიმების შეწირულობას ერთმანეთს.
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
კომენტარები