სექსუალური ძალადობა ქალების ჯანმრთელობას გრძელვადიანად აზიანებს — კვლევა
"სისხლის მაღალი წნევა. შფოთვა. დეპრესია. უძილობა"
ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქალების ჯანმრთელობას სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემდეგ ზიანს აყენებს. ამის შესახებ ჟურნალ JAMA Internal Medicine გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ.
"ძალადობის ყველა მსხვერპლს არ სურს, რომ მომხდარი აღიაროს, თუმცა ამ შემთხვევაში ისტორიას სხეული ყვება. ის გადატანილი ტრავმის გასამხელად გზას მაინც პოულობს", - ამბობს ჰარვარდის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნენსი კრიგერი.
კვლევაში მონაწილეობა 40-დან 60 წლამდე 304-მა არამწეველმა ქალმა მიიღო. 19-მა პროცენტმა თქვა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. 22%-მა თქვა, რომ სექსუალური ძალადობა ჰქონდა გამოცდილი. გამოკითხულთა 10 პროცენტის მიხედვით, კი მათ ორივე სახის ტრავმა აქვთ გამოცდილი.
კვლევის ხელმძღვანელის, რებეკა სარსტონის მიხედვით, იმ ქალებს, რომლებმაც კვლევაში თქვეს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, დეპრესიის სამჯერ მაღალი რისკი აქვთ და შფოთვის ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე იმ ქალებს, რომლებსაც სექსუალური ტრავმა არ გადაუტანიათ. მათ, ვინც გამოსცადეს შევიწროება ან ძალადობა, უძილობის ორჯერ მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
იმ ქალებს, რომლებმაც სექსუალური შევიწროება სამსახურში გამოსცადეს, უფრო მაღალი სისხლის წნევა ჰქონდათ, ვიდრე იმ ქალებს, ვისაც ეს არ გამოუცდია. ამ სიმპტომით, ისინი ანევრიზმის, ინფარქტის, თირკმლის დაავადების, გულის შეტევის და გულის სხვა დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ ხვდებოდნენ.
სექსუალურ შევიწროებასთანაა ასევე დაკავშირებული სისხლში ტრიგლიცერიდის არსებობის ზღვარი, რომლის ზრდაც გულის დაავადების მთავარი რისკ-ფაქტორია. ამერიკაში ქალთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად სწორედ გულის დაავადებებია მიჩნეული.
კვლევის ავტორის თქმით, იმ ქალების ჯანმრთელობის გაუარესების მაჩვენებლები განსაკუთრებით საგანგაშოა, რომლებმაც სექსუალური სახის ძალადობა სამსახურში გამოსცადეს:
"არსებობდა განსხვავებები იმ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობებს შორის, რომლებიც შეავიწროვეს და იძალადეს. ეს ხაზს უსვამს ამ გამოცდილებებს შორის არსებულ განსხვავებებს".
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და ცენტრის ცნობით, ყოველ სამ ქალში მინიმუმ ერთს სექსუალური ძალადობა გამოუცდია. ქალების 75%-ზე მეტს კი სექსუალური შევიწროება გამოუცდია სამსახურში.
კვლევის ავტორები სექსუალური ტრავმის არსებობის შემთხვევაში ქალებს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებისკენ მოუწოდებენ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები