ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას 300-ზე მეტმა ბიზნესმენმა დაუჭირა მხარი
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) მოთხოვნას ქვეყნის 306-მა წამყვანმა ბიზნესმენმა მოაწერა ხელი. მათი განცხადებით, ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა ძირს უთხრის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. წერილი, რომელშიც ბიზნესმენები განმარტავენ, თუ რატომ უნდა დატოვოს ბრიტანეთმა ევროპის კავშირი, Telegraph-ში გამოქვეყნდა.
ბიზნესმენების აზრით, წლიდან წლამდე ევროკავშირი უფრო და უფრო ცოტა პროდუქტს ყიდულობს ბრიტანეთისგან, რადგან მისი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის და მილიონობით ადამიანი უმუშევარი რჩება. ინგლისის ბანკის ყოფილი მმართველის, მერვინ ქინგის განმარტებით კი, ევრო შესაძლოა სულ მალე "აფეთქდეს" კიდეც. ბრიუსელის წითელი ლენტი კი 5,4 მილიონ ბრიტანულ ბიზნესს ახშობს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მცირე ნაწილს სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირთან მაინც აქვს:
"სწორედ ბიზნესი და არა მთავრობაა ის, ვინც დოვლათს ჩვენი ხაზინისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის აწარმოებს. ევროკავშირის გარეთ ბრიტანული ბიზნესი თავისუფალი იქნება იმისთვის, რომ გაიზარდოს, შექმნას ახალი ბაზარი და სამუშაო ადგილები. დროა, მხარი დავუჭიროთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას".
მოსაზრებას, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ქვეყანას კატასტროფას მოუტანს, არასწორს უწოდებს კონსერვატორული პარტიის ყოფილი ხაზინადარი, ლორდი ფარმერი და განმარტავს, რომ ბრიტანეთი, თავისი ეკონომიკური მდგომარეობით, მეხუთე ადგილზე იმყოფება და ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ სხვა ქვეყნებს მასთან თავისუფალი ვაჭრობის სურვილი გაუჩნდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკვე აკეთებენ ამას ისევე, როგორც ევროკავშირი. მისი თქმით, ევროპას ბრიტანეთთან დაახლოებით 70 მილიარდი ფუნტის დადებითი სალდო აქვს და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ბარიერები შეიქმნას:
"ევროკავშირის ქვეყნებსაც არ ენდომებათ, რომ წვდომა შეეზღუდოთ ლონდონის ბაზარზე. Canary Wharf მარტო უფრო დიდ ბიზნესს ქმნის, ვიდრე ფრანკფურტი. ჩვენ მსოფლიოსათვის ევროპის ფინანსურ გამოსავალს წარმოვადგენთ. თუ ლონდონი "გაიზრდება", ყველა სარგებელს მიიღებს".
მისი თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერით, დემოკრატიის დაბრუნება გახდება შესაძლებელი, რაც ყველასათვის მომგებიანი იქნება:
"ბრიუსელი წუწუნს დაიწყებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ევროპელი ხალხი ნასიამოვნები დარჩება".
2016 წლის 23 ივნისს ბრიტანელები რეფერენდუმის საშუალებით გადაწყვეტენ ევროკავშირიდან გასვლის საკითხს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიერ ევროპის კავშირის დატოვება სასარგებლო იქნება, მოქალაქეთა მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რისკებთან არის დაკავშირებული.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კამერონს კი იმედი აქვს, რომ ბრიტანელების უმრავლესობა მხარს ევროკავშირში დარჩენას დაუჭერს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები