ვეცდებით, დედა ეკლესიის აზრი გავითვალისწინოთ — უმრავლესობის წევრები კანაფის კულტივაციაზე
უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვისას მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აზრს გაითვალისწინებენ. მათივე თქმით, კანონპროექტის განხილვა არჩევნების შემდეგ დაიწყება.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს და მარიხუანის კულტივაციის თემას ამ პერიოდის შემდეგ ამიტომ დაუბრუნდებიან. მისივე თქმით, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა საპატრიარქოსთან ერთად.
"ერთი ვიცი, რომ ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც იქნება საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგ მიმართული და, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი დედა ეკლესიის, რომელიც დიდი ავტორიტეტის მქონეა და რომელსაც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის, აზრიც იყოს გათვალისწინებული", — განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეკლესიასთან სადისკუსიო ფორმატზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში კონსულტაციაში ჩართვა ყველას შეეძლება.
"შეხვედრები შეიძლება იყოს დისკუსიიის ფორმატში ან ყველა დამოუკიდებლად აკეთებდეს ტელევიზიით განცხადებებს", — აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილი სადისკუსიო პერიოდში დაპირისპირებას არ ელოდება და ამბობს, რომ "ყელაფერი ისე მოხდება, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში".
პარტია ქართული ოცნების დეპუტატის, გედევან ფოფხაძის პოზიციით კი პოლიტიკურად სწორი იქნება, თუ მთავრობა ამ თემას გაიწვევს და საკითხი ამოიწურება. ფოფხაძე ამბობს, რომ დეპუტატთა პოზიციები იცის და "გაუკვირდება პარლამენტი სხვანაირად თუ მოიქცევა".
"ამ გუნდში საკმარისად გონიერი ადამიანები ვართ შეკრებილი, რომ მსგავს საკთხებს არ გადავაყოლოთ ის მიზანი, რისთვისაც გავერთიანდით", — განაცხადა დეპუტატმა.
მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა
საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაავადა. შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ბიუროს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის გადავადების მიზეზად კონსულტაციებს ასახელებს. მინისტრის თქმით, მუშაობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მხარეების პოზიციები არ დაახლოვდება. გახარიამ განაცხადა, რომ 2-3 თვეს არ აქვს მნიშვნელობა და იმსჯელებენ იქამდე, სანამ კონსესუსს არ მიაღწევენ. მისივე განმარტებით, საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას არ აპირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე, აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.
დოკუმენტი 131-გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე, 10 კანონში გამოიწვევს ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგებიან. კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ინიციატივას ეკლესია დაუპირისპირდა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები