წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა ექიმმა ბუნებაში სეირნობა და ღრუბლებზე დაკვირვება, ან ლამაზი ქვების შეგროვება დაგინიშნოთ.

შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, შეტლანდისა და შოტლანდიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ექიმებისთის ახალი მითითებები მიეცათ. ახლა შეტლანდში მყოფ ექიმებს შეუძლიათ, რომ პაციენტებს ბუნებაში ყოფნა დაუნიშნონ.

"არსებობს უამრავი საბუთი იმისა, რომ ბუნებაში ყოფნა ჯანმრთელობისთვისა და გონებისთვის კარგია. ჩვენ ამაში დიდი პოტენციალი დავინახეთ და შევიმუშავეთ სპეციალური ბროშურები, რომლებიც ექიმებს დავურიგეთ, ეს მათ დაეხმარებათ, რომ პაციენტებს ბუნებაში ყოფნის მნიშვნელობა აუხსნან. ბროშურაზე ახსნილია რა დადებით გავლენას ახდენს ბუნებაში ყოფნა ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე, მასზე ასევე დატანილია ლოკაციები, სადაც პაციენტები გასეირნებას და სხვადასხვა ბუნებრივი სანახაობების დათვალიერებას შეძლებენ, " - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

ყველაფერთან ერთად კარგი ის არის, რომ ბუნება უფასოა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამჟამად ექიმები მსგავს თერაპიას ძირითადად ნაოპერაციებ პაციენტებს დაუნიშნავენ.

"მრავალი კვლევის მიერ დადასტურდა, რომ ბუნებაში ყოფნა ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. დროა, რომ ეს პრაქტიკა მედიცინაში დავნერგოთ," - აცხადებს ოქსფორდის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი.

ცხადია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შოტლანდიაში მცხოვრებ ადამიანებზე არ ვრცელდება. მსგავსი თერაპია შეგიძლიათ საკუთარ თავსაც დაუნიშნოთ.

წადით ლაშქრობაში, მოუსმინეთ ჩიტების გალობას, დაკრიფეთ ყვავილები, შეაგროვეთ კენკრა, წამოწექით მინდორზე, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი და გპირდებით, რომ ბუნებაში ყოფნის დადებით გავლენას საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდით.