ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით 1,5 მილიონზე მეტი მიიღო
ოქტომბერში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით 1 562 782,3 ლარი გადაურიცხეს. დანარჩენმა 24-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა ოქტომბერში თითქმის 22-ჯერ ნაკლები, 72 675,56 ლარი მიიღო. ეს თანხა კი მხოლოდ სამ პარტიაზე გადანაწილდა:
- ევროპული საქართველო, დავით ბაქრაძე — 56 000 ლარი;
- ნაციონალური მოძრაობა, გრიგოლ ვაშაძე — 12 085,56 ლარი;
- თავისუფალი დემოკრატები, დავით უსუფაშვილი — 4 590;
- სხვა კანდიდატებს შემოწურლობა ოქტომბერში არ მიუღიათ.
ზურაბიშვილისთვის გადარიცხული თანხა ოქტომბერში მთლიანი შემოწირულობის 95,6 პროცენტია.
ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არის დეველოპერული კომპანია არქის მეწილე და ხუთი პროექტის დირექტორი თენგიზ წულაია, რომელმაც მას 60 000 ლარი გადაურიცხა. თენგიზ წულაია პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია.
ამავე კომპანიის მეწილეებმა და პარტნიორებმა სექტემბერ-ოქტომებრში სალომე ზურაბიშვილს 300 000 ლარი გადაურიცხეს.
გარდა ამისა, მოქალაქეები #ნუყიდისაქართველოს კამპანიის ფარგლებში ისევ აგრძელებენ ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის ჩარიცხვას. ოქტომბერში ზურაბიშვილს 30 თეთრი შვიდმა ადამიანმა გადაურიცხა. საქართველოს მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო მოქმედებების დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. მოქალაქეები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის 30 თეთრს ურიცხავდნენ და დანიშნულებაში უთითებდნენ "30 ვერცხლის ნაცვლად".
მხოლოდ ოქტომბრის პირველ სამ დღეში სალომე ზურაბიშვილს მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ერთად, ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50 000 ლარი გადაურიცხა.
ზურაბიშვილის შემწირველთა სიაში ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების თანამშრომლები მოხვდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა თითოეული ექიმისგან 7-დან 50 ათას ლარამდე შემოწირულობა მიიღო.
ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები და საზოგადოების პროტესტი
სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა კოკა-კოლას დირექტორმა და ლაღიძის წყლის მეწილემ ვახტანგ ლაღიძემაც. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია საჯარო გახდა, მომხმარებლების ნაწილმა კოკა-კოლისა და ლაღიძის წყლის ფეისბუქგვერდებზე ფლეშმობი დაიწყო. ფეისბუქგვერდებზე კომენტარებსა და შეფასებებში იდენტური შინაარსის ტექსტები: "რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant #Russiaisoccupier" იწერებოდა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები