უკრაინული დელეგაციის პროტესტი რუსეთს უკრაინის ჰიმნითა და მოწამვლისგან დამცავი ხელთათმანით
9 ოქტომბერს ევროსაბჭოში განიხილავდნენ რეზოლუციას რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ, რასაც უკრაინული დელეგაციის პროტესტი მოყვა. საპროტესტო პერფონმანსის გასავრცელებლად კი დელეგაციამ საუკეთესო გზა შეარჩია — რუსული სახელისუფლებო მედია.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ Россия 1-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს ჩაწერის დროს დამცავი ხელთათმანები გაიკეთა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ეშინოდა რუსეთის პროსახელისუფლებო მედიის ჟურნალისტთან მიახლოების. ეს კი იმით ახსნა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს ქიმიურ იარაღს კონკურენტების გასანეიტრალებლად.
"რუსეთი წამლავს ხალხს მთელს მსოფლიოში, ქუჩაშიც კი. შესაძლოა აქაც გამოეგზავნათ თავისი წარმომადგენლები, მათ შორის თქვენც, ამიტომ მიკეთია ქიმიური ხელთათმანები. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება რადიოაქტიური კოსტიუმიც, მაგრამ მასაც აუცილებლად მოვამზადებ, რადგან პოლონიუმის გამოყენებაც გიყვართ. თქვენ სხვადასხვა ხერხებით კლავთ პოლონიუმი, ნოვიჩოკი და სხვა ბევრი გზა გაქვთ", — მიმართა გონჩარენკომ ჟურნალისტს და დაამატა, რომ რუსეთი ევროსაბჭოში გამარჯვებული ვერ დაბრუნდებოდა და სანქციებს არ გააუქმებდნენ.
თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა და პროტესტი რუსული მედიის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა მაშინ, როცა უკრაინელმა დეპუტატებმა რუსი ჟურნალისტის ჩართვა უკრაინის ჰიმნით ჩაშალეს. რუსი ჟურნალისტი ეთერში მაყურებელს ბოდიშს უხდიდა დეპუტატების ქცევისთვის და მომხდარს თეატრალურ წარმოდგენად აფასებდა.
"აი ეს არის თანამედროვე უკრაინის სახე, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თანამედროვე პოლიტიკა", — განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა, თუმცა რეაგირება არც ამ განცხადებას მოჰყოლია. პასუხად კი დეპუტატებთან ერთად ჰიმნი უკრაინელმა ჟურნალისტებმაც იმღერეს.
"დიდება უკრაინას, დიდება გმირებს", — რუსი ჟურნალისტის პირდაპირ ეთერი უკრაინულმა დელეგაციამ ამ სიტყვებით დაასრულა.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში რუსეთს არ აღუდგება ხმის უფლება ევროსაბჭოში. მოსკოვისთვის სანქციების მოხსნის კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი, 16-მა თავი შეიკავა.
რუსეთმა კი განაცხადა, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად შეუჩერდა. ამის გამო რუსეთმა ევროსაბჭოს დაფინანსებასა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
კომენტარები