7 რამ, რაც თქვენს შვილს დამოუკიდებელ ადამიანად აქცევს
ბავშვის სწორად აღზრდა საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელზე მსჯელობა და კამათი არც არასდროს შეწყვეტილა და ალბათ არც შეწყდება.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესში საკუთარ ცოდნის გარდა, სოციუმში დამკვიდრებულ სტერეოტიპებისა თუ ტრადიციების გათვალისწინებაც უწევთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებდეთ - ბავშვი დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ადამიანად გაზარდონ.
გთავაზობთ შვიდ უტყუარ გზას ამ შედეგის მისაღწევად:
1. შეწყვიტეთ ყველაფრის მათ მაგივრად კეთება
დიახ, პირველ რიგში რაც უნდა ქნათ, არის ის, რომ შეწყვიტოთ ყველაფრის თქვენი შვილის მაგივრად კეთება, იმის შიშით, რომ რამე არ გამოუვა ან იმ არგუმენტით, რომ თქვენ უკეთ იზამთ.
პირიქით, მიაჩვიეთ და ასწავლეთ ბავშვებს, საკუთარი ლოგინის გასწორება ან დასვრილი თეფშის გარეცხვა. ასეთი მიდგომა თქვენს დროსაც დაზოგავს და დამოუკიდებლობის გზაზეც ბავშვი თავის პირველ ნაბიჯებს უმტკივნეულოდ გადადგამს.
2. იყავით უფრო მოსიყვარულე და მომთმენი მათ მიმართ
ბავშვების მიმართ ყოველთვის მეტი სიყვარული, მოთმინება და პატივისცემა გამოხატეთ. როდესაც ბავშვებმა იციან, რომ მხარს უჭერთ და აფასებთ მათ მონდომებას, მეტი მოტივაცია უჩნდებათ, რომ უფრო დამოუკიდებლები გახდნენ.
3. განუვითარეთ აუცილებელი უნარები
თავიდანვე გაუზიარეთ ბავშვს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა ზრდასრულ ასაკში მარტივ დავალებებთან გამკლავება არ გაუჭირდეთ. გვერდზე დაისვით, როცა კომუნალურებს იხდით, აჩვენეთ, როგორ გარეცხონ, გაფინონ და დაკეცონ საკუთარი ტანსაცმელი და ასე შემდეგ...
4. დაავალეთ ასაკის შესაბამისი საოჯახო საქმეები
დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვებმა თვითონ უნდა მიალაგონ საკუთარი სათამაშოები. ეს მათ გამოუმუშავებს აუცილებელ ჩვევებსა და დისციპლინას.
ასაკის მიხედვით ბავშვებს ამ საქმეების შესრულება შეუძლიათ:
2-3 წლის ბავშვი:
- ლოგინის ალაგება მშობლის დახმარებით
- ჭუჭყიანი ტანსაცმლის ჩაგდება კალათში
- სათამაშოების ჩაყრა ყუთში
- გარეცხილი ტანსაცმლის დახარისხება (შეგიძლიათ, ფერების ცნობაც ამ გზით ასწავლოთ)
4-5 წლის ბავშვი:
- მაგიდის გაწყობა
- შინაური ცხოველის გამოკვება
- სათამაშოების დახარისხება
- ტანსაცმლის დაკეცვა
6-9 წლის ბავშვი:
- გამოხვეტვა/მტვერსასრუტის ჩართვა
- სარეცხი მანქანის ჩართვა
- საკუთარი თეფშის გარეცხვა ზედამხედველობით
- მცენარეებზე ზრუნვა
- მაგიდის გადაწმენდა
10-12 წლის ბავშვი:
- მარტივი საჭმელების მომზადება
- ნაგვის გადაყრა
- ჭურჭლის დარეცხვა
- სარეცხის გაფენა
5. აჩვენეთ, რომ ენდობით
როგორც უკვე ვთქვით, ბავშვის აღზრდა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია და პირდაპირ გეტყვით, რომ ბავშვების ნდობასა და პატივისცემას ვერასდროს მოიპოვებთ, თუ არ აჩვენებთ, რომ თავად ენდობით. "ვიცოდი, რომ გამოგივიდოდა" - უთხარით ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახალს ისწავლის ან შეასრულებს.
6. მიეცით არჩევანი
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მცირეწლოვანი ასაკიდანვე ჰქონდეთ არჩევანის თავისფლება.
მაგალითისთვის:
- შესთავაზეთ მენიუ, საიდანაც თავიდან აირჩევს საკუთარ საუზმეს.
- აარჩევინეთ საკუთარი ტანსაცმელი
- აარჩევინეთ წიგნები
7. მიეცით საშუალება, რომ დაუშვას შეცდომები
ყველა ბავშვი უშვებს შეცდომებს და ეს გარდაუვალია. დაეხმარეთ თქვენს შვილს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. დატუქსვით მხოლოდ დაშინებულ ბავშვს მიიღებთ, რომელიც მომავალში აღარაფერს გაბედავს და მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც კარგად იცის.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები