TI: ზურაბიშვილის, ვაშაძის, ბაქრაძისა და კუკავას რეკლამები შესაძლოა, კანონდარღვევით გადიოდეს
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძისა და კახა კუკავას სატელევიზო პოლიტიკური რეკლამები შესაძლოა, კანონდარღვევას შეიცავდეს.
TI-ს განმარტებით, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მათთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს სხვა კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისთვის იყენებენ. ორგანიზაციის განცხადებით, აშკარაა, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს უსასყიდლოდ აძლევს გარკვეულ სარგებელს, რაც შემოწირულობას წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულობის განხორციელება.
სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:
- #22 ოთარ მეუნარგია — მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.
გრიგოლ ვაშაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:
- #1 მიხეილ ანთაძე — მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
- #13 ზვიად მეხატიშვილი — საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
- #22 ზვიად ბაღდავაძე — სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო;
- #27 ზვიად იაშვილი — ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ).
დავით ბაქრაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა:
- #23 ირაკლი გორგაძე — მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის.
კახა კუკავას სასარგებლო აგიტაციას ეწევა:
- #18 აკაკი ასათიანი — ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;
- #35 გელა ხუციშვილი — საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართავს, რათა შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ შესაბამისი ზომები. ისინი, ასევე, მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების მიღებამდე შეწყვიტონ მსგავსი რეკლამების განთავსება.
აუდიტის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ საკითხის შესწავლა დაწყებული აქვთ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ელოდებიან პასუხს.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები