10 რამ, რაც თქვენთვის ნაცნობი იქნება, თუ ტელეფონზე ლაპარაკი არ გიყვართ
ადამიანების ერთ ნაწილს (მათ შორის, ამ სტატიის ავტორსაც) ძალიან არ უყვარს ტელეფონზე საუბარი. ყოველი შემომავალი ზარი გულის შეტევის მინი ვერსიას იწვევს და თან, სულ ერთია, დედა რეკავს თუ ბანკი. ეს ადამიანები ვერასდროს მოიგებდნენ სატელევიზიო გათამაშებას. ხომ გინახავთ, წამყვანს რომ 500 000 ლარი აქვს გასათამაშებელი, ამოღებულ ნომერს რომ ვერ უკავშირდება და შემდეგ ადამიანზე გადადის? სავარაუდოდ, მეორე მხარეს მყოფი ადამიანი უბრალოდ იმდენ ხანს უყურებდა ეკრანს, სანამ უცხო ნომრიდან შემომავალი ზარი არ გაითიშა, მერე კი შვებით ამოისუნთქა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ტელეფონზე საუბარი არ უყვარს, გაურკვევლობის შიშია. თუ ექსტროვერტები სიამოვნებით პასუხობენ ზარებს და მეტიც, თვითონაც არიან დარეკვის ინიციატორები, ინტროვერტები ყველა გზას მიმართავენ, რომ ზარი თავიდან აირიდონ. გარდა ამისა, თუ მილენიალი ხართ, ბევრად დიდი შანსია, რომ ტელეფონზე ლაპარაკს მიწერ-მოწერა გერჩივნოთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების მთელ საშინელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააცნობიერებთ, თუ თქვენც ვერ იტანთ ტელეფონზე ლაპარაკს.
1. როცა საჭმლის გამოძახებისას მისამართი დეტალურად გაწერე, მაგრამ კურიერი მაინც გირეკავს
რისთვის ვიწვალე უკაცრავად?
2. მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, ოღონდ სადმე დარეკვამ არ მოგიწიოს
იქნებ ამ სალონს იმეილი აქვს, ან საიტი, ან ონლაინ კონსულტაცია ან იქნებ ღირს, სტატუსში დავთაგო?
3. როცა ტელეფონი რეკავს, სანამ ჩატში ხარ გართული და ელოდები, როდის გაითიშება
და როგორც კი ითიშება, თავიდან რეკავს. რა ხდება, ხანძარია?!
4. როცა შენს თავს ემოციურად ამზადებ სადმე დასარეკად და გულში იმეორებ, რა გაქვს სათქმელი
ნუ გეშინია, ყველაფერი მალე დასრულდება
5. როცა ვიღაცის ზარს არ უპასუხე და ახლა საბაბი უნდა მოიფიქრო და მესიჯი მისწერო
ბოდიში, შეხვედრაზე ვიყავი. რა ხდება?
6. და როცა ამ მესიჯის მერე მაინც გირეკავენ
მგონი, ცხადად განიშნე, რომ მიმოწერაზე გადასულიყავით, არა?
7. როცა ფეისბუქზე ვინმე გწერს: ნომერი მომწერე, დაგირეკავ
რომელი წელია, 1998?
8. როცა ნათესავი დაბადების დღეს გილოცავს და თავი უნდა მოაჩვენო, თითქოს გიხარია
მადლობა, თემური ძია, ოჯახის წევრები მომიკითხეთ.
9. როცა სხვა ადამიანთან მაინც გიწევს დარეკვა და ის არ იღებს
მე ჩემი ვალი მოვიხადე
10. როცა თავს აიძულებ, ტელეფონს უპასუხო, რადგან "რა იცი, რა ხდება" და ამ დროს წიგნების შემოსათავაზებლად გირეკავენ
და მერე წიგნებს ყიდულობ, აბა ტყუილად ხომ არ უპასუხე?
თუ ეს სიტუაციები თქვენთვის ნაცნობია, გაგვიზიარეთ, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას და თუ ნაცნობი არაა - დაფიქრდით, იქნებ ყოველთვის დარეკვა არაა საჭირო და საქმე მიწერითაც მოგვარდება?
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები