ლაშა ბუღაძის სიტყვა ფრანკფურტში, საბას დაჯილდოებაზე
ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულების ვინაობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დაჯილდოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში ჩატარდა. დაჯილდოების დასასრულს საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებულმა ავტორმა, ლაშა ბუღაძემ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ქართულ კულტურაზე, ოკუპაციასა და პოეტ ზვიად რატიანზე ისაუბრა.
"დიდი მადლობა. სრულიად აღტაცებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქართველ გამომცემელს, თინა მამულაშვილს, რომელთანაც 20-წლიანი თანამშრომლობაც აღვნიშნეთ გუშინ და ასევე ჩემს გერმანელ გამომცემელს, რომელმაც ეს წიგნი [პატარა ქვეყანა] გერმანულად გამოსცა - დოქტორ იოაჰიმ უნზელტს. დიდი მადლობა მთარგმნელებს, რახელ გრატცფელდსა და სიბილა ჰაინცეს და დიდი მადლობა ნინო ხარატიშვილს, რომელმაც ჩემი პირველი ორი რომანი თარგმნა გერმანულად და შემიძღვა გერმანულენოვან სივრცეში. დიდი მადლობა მას.
როგორც ვიდეოში ვთქვი, თითქოსდა ჩემს ამბავს აღვწერდი, მაგრამ პრინციპში, გამოვიდა საქართველოს ამბავიც, ჩემგან დანახული, 80-იანი წლებიდან დღემდე და ამიტომ, ძალიან ფამილიარული თუ არ ვიქნები და თუკი პათეტიკურად არ გაიჟღერებს ეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საყვარელ პატარა ქვეყანას, საქართველოს, რომელიც მართლაც ძალიან გვიყვარს, გვასაზრდოებს, მართალია, გვღლის კიდეც ზოგჯერ თავისი პრობლემებით, მაგრამ როგორც მწერლებისთვის და ადამიანებისთვის, ის ძალიან ძვირფასია.
ეს პატარა ქვეყანა არის რაღაცნაირად პრინციპის განსახიერება ჩემთვის და ჩვენ ვლაპარაკობდით და ვახსენეთ კიდეც ქართული ლიტერატურა, რომელიც თხუთმეტ საუკუნეს ითვლის. ქართული ლიტერატურა დაიწყო მეხუთე საუკუნეში, იაკობ ხუცესის ტექსტით "შუშანიკის წამება". ეს არის ამბავი პრინციპზე, რწმენაზე, სადაც ადამიანი იცავს ექსპანსიისაგან, აგრესიისაგან საკუთარ რწმენას, საკუთარ სიმართლეს, საკუთარ ჭეშმარიტებას, იმ შემთხვევაში - ქრისტიანობას და ზოგადად - ღირებულებებს. როგორც შუშანიკს თავს ესხმის იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან და კონკრეტულად, დღევანდელი პუტინის რუსეთისგან და ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემაზე და რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი ხმა. გარდა იმისა, რომ რასაც აღვწერთ, ესთეტიკური თვალსაზრისით აქვს მხატვრული ღირებულება, ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ და რომ ჩვენ გვჭირდება გაფრთხილება. ეს პატარა ქვეყანა არის დიდი კულტურის მქონე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეორე, ძალიან დიდ ქვეყანას, პრინციპში, ბევრი ჩვენგანისათვის სულიერ სამშობლოს, გერმანიას, რომელმაც ასეთი დიდი შესაძლებლობა მოგვცა ჩვენ, რომ გაგვეფართოვებინა ლიტერატურისა და ზოგადად, საქართველოს კულტურის საზღვრები. არ ვლაპარაკობ მხოლოდ კულტურაზე. წელს სხვა მნიშვნელოვანი იუბილეც არის: 100 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა სწორედ გერმანიის ძალიან დიდი მხარდაჭერით და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობა. დიდი მადლობა ამ ძალიან დიდ ქვეყანას!
ჩემს ქვეყანაში მართლაც ბევრი საინტერესო რამ ხდება და ყველა ჩემს კოლეგას, მწერლებს, პოეტებს უღრმეს მადლობას მოვახსენებ. მე მათი მკითხველიც ვარ, ბუნებრივია და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ბევრ ამბავს ვყვებით და ქართული ლიტერატურა არის, ამ სიტყვის სწორი გაგებით, ძალიან გულწრფელი და ძალიან მართალი. ქართული ლიტერატურა ყოველთვის სამართლიანად რეფლექსირებს თავის დროზე. ახლაც, როცა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს წიგნებს წარვადგენთ, ჩვენ ვლაპარაკობთ და ასევე ვახსენებთ იმ დიდ ქართველ მწერლებსაც, რომელთაც ისტორიული უსამართლობის გამო და რკინის ფარდის გამო, რომელიც ჩამოკიდეს ბოლშევიკებმა საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 70 წლით დააგვიანეს ევროპაში მოსვლა. ჩვენს წიგნებთან ერთად, ჩვენ ვლაპარაკობთ 37 წელს დახვრეტილ მიხეილ ჯავახიშვილზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ტრაგიკული ბედის მქონე გალაკტიონ ტაბიძეზე და ასევე უამრავ ავტორზე, რომლებიც წლები და წლები ელოდნენ ამ დიდ შესაძლებლობას. ჩვენს წიგნებთან ერთად, პრინციპში, მათაც წარვადგენთ - დავით კლდიაშვილს და თუნდაც, შოთა რუსთაველს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი და ძალიან ბევრი პრობლემური ამბავი, რომელიც დღეს საქართველოშიც ხდება. როგორც აკა მორჩილაძემ თქვა, ქართველი მწერალი შეიძლება არ იდგეს იქ, სადაც ყველა დგას, მაგრამ ქართველი მწერალი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას: ხშირად შეიძლება ეს იყოს ძალიან მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისათვის.
ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე. დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები იმართება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი რეაქცია, სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს ეხებათ ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხლაც კი კეკლუცობენ პოეტებთან და აგერ იდგა ზურაბ რთველიაშვილი, რომელსაც ასევე დიდი პრობლემები შეექმნა რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლების მიერ. ასე რომ, ქართველი მწერალი ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს.
პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება.
დიდი მადლობა!"
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები