ჯაფარიძე: თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, ლაივში ნახავთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დაანონსებულ მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავ ფესტივალზე, ერთადერთი, ვინც კანონს დაარღვევს, თავად იქნება:
"თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს. მე ამის არ მჯერა, მაგრამ მაინც კარგი შანსია, მოხვიდეთ, გაერთოთ, დაისვენოთ და, შესაძლოა, ნახოთ ისტორიული მომენტი".
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი მიმართავს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობდა მონაწილეობას, რომ ფესტივალი ჩატარდება ისე, როგორც არის დაგეგმილი:
"ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არცერთ იქ მოსულ ადამიანს არავინ თხოვს, არც მე და არც გირჩი, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მხოლოდ მე, ამ ქვეყნის მოქალაქე, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. ეს მინდა გასაგები იყოს ყველასთვის".
ჯაფარიძე ამბობს, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა მარიხუანის მოხმარების უფლება და მისივე თქმით, ეს გულისხმობს იმასაც, რომ უნდა არსებობდეს ლეგალური მოპოვების გზები — კულტივაცია ან ყიდვა:
"ფორმა მოფიქრებული არ მაქვს, მაგრამ რაღაცას გავაკეთებ ისეთს, რაც ლეგალურს გახდის კოფი შოპებს", — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარტია გირჩის მიერ დაანონსებულ მარიხუანის ლეგალიზების ფესტივალს დღეს, 13 ოქტომბერს გამოეხმაურა. შსს აცხადებს, რომ გირჩის მიერ დაანონსებულ ფესტივალს ისინი აფასებენ, როგორც დანაშაულის განზრახვის ორგანიზებას, სამართალდარღვევების ჩადენისაკენ მოწოდებასა და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.
პოლიტიკური გაერთიანება გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას. იაგო ხვიჩიას თქმით, ფესტივალის ზუსტ ფორმატზე ჯერ შეთანხმებულები არ არიან, თუმცა მისივე განმარტებით, დედა-ენის ბაღში მოსული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ.
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები