შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ დრომდე (14 ოქტომბერი, 20:27 საათი) ვერ იპოვეს 17 წლის გოგო, რომელიც ორი დღის წინ, 12 ოქტომბერს მოიტაცეს. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურში აცნობეს.

"სოფელ ლამბალოში 17 წლის ჰუსნია მამედოვა სრულწლოვანმა ბიჭმა სოფელ თულარიდან მოიტაცა. გოგოს თავისი ოჯახი ამ დრომდე ეძებს, მაგრამ ამაოდ", — აღნიშნავს ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი.

მოტაცებულის ბიძამ TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ უნდათ გოგო სახლში დააბრუნონ და მან სწავლა გააგრძელოს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.