ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მირზა სუბელიანს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდა.

On.ge-ს კითხვაზე — ადასტურებს თუ არა რუსთავი 2-ის გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას დეპუტატი პასუხობს:

"ავთენტურობას ექსპრეტიზა დაადასტურებს, მე ვერა. კი, კი ვიყავი ოფიციალურად შესული. პარლამენტის წევრი ვარ, ნებართვა მქონდა და შევედი. იყო ეს საუბარი, მაგრამ ეს მე ჩავთვალე, რომ იყო არასერიოზული საუბარი და რეაგირება არ გამიკეთებია", — აცხადებს დეპუტატი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელზეც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, ის ყვება, რომ რომ ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ქართული ოცნების გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.

გაიგეთ მეტი: