ირმა ინაშვილი "სუბელიანის ჩანაწერებზე": თუ სიმართლის ნახევარი მაინც არის, სახელმწიფოებრიობის პრობლემა გვაქვს
საპარლამენტო ოპოზიციის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ თუ მირზა სუბელიანის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნახევარი მაინც რეალურია, სახელმწიფოებრივი პრობლემა დგას. ჩანაწერში ხელისუფლებასთან გარიგებასა და კონკრეტული "საქმეების მოგვარებაზეა" საუბარი, დეპუტატი კი პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიმართვას გეგმავს, რათა სუბელიანს ციხეში შეხვდეს.
"რასაც ვუსმენთ, აქ თეატრალიზების ხარისხი იმდენად დიდია, რომ საზოგადოება პრაქტიკულად ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე და სად — არ არის. რასაც ვისმენთ, თუ თატრალიზების ამ ხარისხს ჩამოვაცილებთ და ამ ყველაფერში არის სიმართლის ნახევარი მაინც, ე.ი. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი პრობლემები.
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული, კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებთან ერთად ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც საუბრობს, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, კომპრომატებს ფლობს.
ამ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებული საქმეების გახსნაში საგამოძიებო უწყებებს ეხმარებოდა. დახმარება კი ჩვენებების მოწმეების, ძალადობით, კონკრეტულად კი ცემით მოპოვება იყო. აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.
საქართველოს პროკურატურამ საუბრის ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის საქმეზეა დაწყებული.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მირზა სუბელიანს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდა.
გაიგეთ მეტი:
- წამება, მოგვარებული საქმეები, კომპრომატები ხელისუფლებაზე — დეტალები "სუბელიანის ჩანაწერებიდან" მოკლედ
- მირზა სუბელიანის ჩანაწერები
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები