მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში კობახიძის ნებართვის საფუძველზე შევიდოდა
ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის, გლდანის ციხეში, მირზა სუბელიანთან შეხვედრისთვის ერთადერთი გზა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაცემული ბრძანება იქნებოდა. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, სუბელიანი-ჯაფარიძის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს.
"პრაქტიკაა ასეთი, ვინც მოითხოვს, [პარლამენტის თავმჯდომარე] აძლევს ნებართვას. აბა, თავისი ნებით ვინ შეუშვებდა", — ამბობს მამუკა მდინარაძე.
ამავეს ადასტურებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი. On.ge-სთან საუბარში ის განმარტავს, რომ რეგლამენტით დადგენილი წესის მიუხედავად, რაც უფრო მეტ პროცედურას მოითხოვს, პარლამენტის წევრები, ზოგჯერ პირდაპირ მიმართავენ თავმჯდომარეს, ციხეში შესვლისთვის ბრძანება გამოსცეს.
პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მიხედვით, დეპუტატს ციხეში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუკი მას ამ ნებართვას პარლამენტის თავმჯდომარე მიანიჭებს.
ამისთვის ორი გზა არსებობს: საკითხი უნდა წამოაყენოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და/ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ან, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.
კომიტეტი თუ დროებითი საგამოძიებო კომისია წინადადებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. საბოლოოდ, თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის ციხეში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭებაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ან კომიტეტმა უნდა წამოაყენოს დეპუტატის პაემნის საკითხი ან საგამოძიებო კომისიამ:
"თუ არცერთი არ იქნება, პარლამენტის თავმჯდომარემ ასე არ უნდა მიიღოს ბრძანება. თუმცა, პრაქტიკაში ასეც ხდება".
On.ge-მ პარლამენტის აპარატიდან გამოითხოვა იმ დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლითაც დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მიეცა უფლება, შესულიყო გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარ მირზა სუბელიანთან შესახვედრად.
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით საუბრის მონაწილეა ასევე ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
აუდიოჩანაწერის თანახმად, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული, კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებთან ერთად ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც საუბრობს, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, კომპრომატებს ფლობს.
ამ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებული საქმეების გახსნაში საგამოძიებო უწყებებს ეხმარებოდა. დახმარება კი ჩვენებების მოწმეების, ძალადობით, კონკრეტულად კი ცემით მოპოვება იყო. აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.
საქართველოს პროკურატურამ საუბრის ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის საქმეზეა დაწყებული.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მირზა სუბელიანს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები