6 მარტივი და 1 რთული მეთოდი იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად
შემოდგომის სეზონის მოსვლასთან ერთად, გაციება, გრიპი თუ სხვა ვირუსული დაავადებები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.
სეზონური გრიპის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე საშუალება არსებობს, თუმცა, თუ გვსურს, ორგანიზმი უფრო ხანგრძლივად დავიცვათ დაავადებებისგან, საჭიროა ამ ყველაფერს უფრო საფუძვლიანად მივუდგეთ. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჯანსაღი იმუნიტეტია.
თუ გაინტერესებთ, როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მუდმივად ენერგიით სავსენი ვიყოთ, გთავაზობთ 6 მარტივ და 1 რთულ მეთოდის.
1. შეიყვარეთ გრეიფრუტი
იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი ხილი. განსაკუთრებით კი ციტრუსები, რომელთა შოვნაც ამ სეზონზე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. მაგალითად, დღეში ერთი გრეიფრუტის მიღება იმუნურ სისტემას უფრო გააძლიერებს და თანაც ვირუსებს ჩვენი დასუსტების უფლებას არ მისცემს.
2. დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი
წყალი, გარდა იმისა, რომ იმუნურ სისტემას გვიუმჯობესებს, სხვა ყველაფრისთვისაც კარგია. აუმჯობესებს კანს, გვეხმარება წონის კორექციაშიც და რაც მთავარია - ხელს უწყობს სხეულიდან უარყოფითი ნივთიერებების გამოდევნას. იმისათვის, რომ ყველაფერი წესრიგში გვქონდეს, დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღებაა აუცილებელი.
3. გადადგით დღეში სულ მცირე 10 ათასი ნაბიჯი
ჩვენი იმუნური სისტემისთვის იდეალური იქნება, თუ სუფთა ჰაერზე მეტ დროს გავატარებთ. სასურველია ბევრი ისეირნოთ, ირბინოთ ან ველოსიპედით იაროთ. იმისათვის, რომ ვირუსებმა ვერაფერი დაგაკლონ, დღეში მინიმუმ 10 ათასი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
4. თქვენი საუკეთესო მეგობარი ნიორი უნდა გახდეს
იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს, სელენს, გერმანიუმს. ამიტომ აუცილებელია ისეთი ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება, როგორებიცაა - ბროკოლი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ბარდა, ხახვი, ნიორი, ბოლოკი და ა.შ. ნიორი რომ ვირუსების გავრცელებას ხელს უშლის, თქვენთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ იქნება. მართალია, ბევრი ნივრის ჭამა საუკეთესო მეგობრებს დაგაკარგვინებთ, სამაგიეროდ, გრიპი ვერაფერს დაგაკლებთ.
5. ყოველ დილით მიირთვით თაფლი
იმუნიტეტის ასამაღლებლად სასარგებლოა დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლის მიღება. თუ მაინცდამაინც თაფლის ამ სახით მიღება არ გხიბლავთ, შეგიძლიათ ის წყალში გახსნათ და ასე მიიღოთ სასარგებლო ვიტამინები. თაფლი ორგანიზმისთვის ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს და მასში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმიც მთლიანად ითვისებს.
6. საღამოს აუცილებლად მიირთვით ჩაი
მწვანე ჩაი ისეთივე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ხილი თუ ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ ის ენერგეტიკული სასმელია, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს და წმენდს სისხლს. ამიტომ, ყოველ საღამოს ერთი ფინჯანი ჩაის მირთმევა, თქვენზე ნამდვილად კარგად იმოქმედებს.
და ბოლოს, ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი:
7. უარი თქვით სიგარეტზე
მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოთვლილი თითოეული მეთოდი თქვენს იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს, გეტყვით, რომ არაფერი გამოვა, თუ ისეთ მავნე ჩვევაზე, როგორიც მოწევაა, უარს არ იტყვით. ვიცით, მოწევისთვის თავის დანებება ძალიან რთულია, თუმცა სასწორზე თქვენი ჯანმრთელობა დევს და ყოველი ღერის მოწევისას, გარდა იმისა, რომ იმუნურ სისტემას ინადგურებთ, ვნებთ მთელს ორგანიზმს. აქვე გთავაზობთ სამ საშუალებას, რაც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ.
იმუნიტეტის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს დღეს სხვა შუადღეშიც.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
კომენტარები