"მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერი" — პროკურატურის გავრცელებული ვერსია
დღეს, 16 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ისმის.
პროკურატურა განიხილავს ვერსიას, რომ შესაძლოა, სუბელიანს მუქარით ზემოქმედების მოხდინის მცდელობა ჰქონოდა მისი საქმის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. პროკურატურის ცნობით, ისინი მუშაობენ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მირზა სუბელიანმა ცრუ, გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტები გაასაჯაროვა.
— ვიქტორ ჯაფარიძე: რას შვები, მითხრეს რომ კვებაზე გაქვს პრობლემები... რა ხდება, ცუდი საჭმელია?
— მირზა სუბელიანი: რა უნდა იყოს ციხის საჭმელი... ჩვეულებრივი ბალანდაა... აღარ შემიძლია, რაც მინდა არაფერი მოაქვთ, მიზღუდავენ ისედაც, რა... დაჩკებსაც ნორმალურად არ უშვებენ... სწორია ეს.. უკვე ნერვები აღარ მაქვს.. კაცი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ დამოკიდებულებაა, რა მიდგომაა... სპეციალურად აკეთებენ ამდენი წელი ვემსახურე ამათ და რა მივიღე.. ნორმალურად არც მივლიან...
— ვიქტორ ჯაფარიძე: თუ რამე პრობლემაა, მითხარი და როგორც წესია ისე მოგხედავენ.
— მირზა სუბელიანი: კაი რა, ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ? უკვე ყველაფერზე მიდიან... ბავშვზე... კალანდიაზე უნდათ გასვლა... ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. ატყობ, რას აკეთებენ? იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე... უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს სად იქნება... დაჭერა უნდათ? დაიჭირონ, მაგრამ სწორი იქნება... ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა, შენ ხომ არ იცი... ამ ბავშვს პატრონიც აღარ ჰყავს.. არც ჩემებს ჰყავს და არც არავის...
— ვიქტორ ჯაფარიძე: მოიცა, მოიცა, კარგად მომიყევი საიდან? რანაირად? რა ინფორმაციები გაქვს? მგონი, ეჭვები გაგიჩნდა უკვე, ამ საკანში მარტო რომ ხარ...
— მირზა სუბელიანი: არა, ზუსტად ვიცი კი უნდათ ჩემი საბოლოოდ განადგურება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო... ხო და ასე თუ გააგრძელეს, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი, რა, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ?! ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში, ლამისაა გამო...ე...
— ვიქტორ ჯაფარიძე: არა, ძმაო... არ არის მასე, შენ ახლა ნერვებზე ხარ და ცოტა დაიოკე ეგ ნერვები.
— მირზა სუბელიანი: რა არა?! სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა, ბიჭო, გამწირონ?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა... და რა მივიღე?! სასამართლო რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა... გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...
— ვიქტორ ჯაფარიძე: ახლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა... ვიცი, რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი.
— მირზა სუბელიანი: გავიგე, მაგრამ არ მიდის მასე საქმე, ხო, წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი რა უნდა მომცეს. ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეს დედა.....ი საქმე... მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ... ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი მე რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში... წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ [ზაზა] სარალიძე აწვებათ... [ზაზა] სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან [დავით კეზერაშვილი], ნაკაიძესგან. ეს გა...ი, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. [დავით] საყვარელიძე, ვინ აღარ იყო [ნიკა] გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხო, იცი, რასაც ნიშნავს ძმაო ეს...?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი... არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა...ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაც გა...ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით.. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმე "ოცნებამ" რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები — ტყუილით აგიყირავებთ... მკიდია, რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან...
— ვიქტორ ჯაფარიძე: კაი ახლა, რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ, რა გაქვს? მართლა გაქვს? ნუ თხზავ რაღაცას...
— მირზა სუბელიანი: კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი. ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს, მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე, რა... ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე... ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან?! ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა... ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ, რა მაქვს და რა არის სიმართლე და ტყუილი...
— ვიქტორ ჯაფარიძე: ე, ბიჭო ეგრე არ გამოვა, რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება...
— მირზა სუბელიანი: სხვა გზა დამიტოვეს?! გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს ამ დედა.....ა, სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამომიტანს, აგერ ნახავ... ბოლომდე უნდათ ჩამძირონ...
— ვიქტორ ჯაფარიძე: კაი, გაჩერდი ბიჭო... არ არის მასე, ცხელ გულზე ხარ და დამშვიდდი, დაიოკე ნერვები...
— მირზა სუბელიანი: ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ, შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ, დამენგრა ოჯახი, დედა მომი...ს. პროსტა შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ, შენც იცი... აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოსთხოვო. შევიშალე ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს... მაგრად დავიღალე ბო...ო ვიყო... მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში, ძმაკაცურად გეუბნები ამას, თორემ რომ არ გავაკეთებ, იცი შენც.
— ვიქტორ ჯაფარიძე: ხო და მეც გეუბნები, რომ დამშვიდდი, ვიცი, რომ მაგის გამკეთებელი არ ხარ... უბრალოდ, ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები