ფლობს თუ არა კომპრომატებს მირზა სუბელიანი — ერთი თემა და ორი განსხვავებული ჩანაწერი
პროკურატურისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერები", საგამოძიებო უწყების პოზიციით სხვადასხვა დროსაა ჩაწერილი. ამის მიუხედავად, აუდიოჩანაწერებში თემების ნაწილი მეორდება და ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც.
რუსთავი 2-ის ჩანაწერით, სუბელიანს კომპრომატები აქვს, ხოლო პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერით, მირზა სუბელიანი აპირებს მოიტყუოს. აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
პროკურატურის გავრცელებული აუდიოჩანაწერი
პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ახალ ჩანაწერში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გაავრცელებს ტყუილებს იმ საქმეების შესახებ, რომლითაც ქართულმა ოცნებამ "ქულები დაიწერა". მირზა სუბელიანი ახსენებს საქმეებს, როგორიცაა თეთრაძის მკვლელობა, ნავთლუღის სპეცოპერაცია, "კანონიერი ქურდებისა" და ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. ჩანაწერში ისმის, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია.
"ისიც ხო იცი, რომ სარალიძეს თემა არაა მინელებული... რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის... მე ხომ ვიცი ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ... ეგ არაა კაცური საქციელი.. არ ვიმსახურებ მე მაგას, ეს დედა...ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაც გა....ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს თქო. როგორ და დაინტერესდნენ მაგით.. როგორ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ რომ ყველა გახმაურებული საქმეები ოცნებამ რომ ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ... მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან...".
"კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა... ყველანაირ სიბინძურეზე მოდიან ჩემზე... ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან?! ეგრე არ არის ძმაო ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა... ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქვს და რა არის სიმართლე და ტყუილი..."
სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მუქარას, პროკურატურის აუდიოჩანაწერში ეხმაურება, სავარაუდოდ, ვიქტორ ჯაფარიძე და მოუწოდებს, რომ არ მოიტყუოს. ვიქტორ ჯაფარიძის ამ სიტყვებს მირზა სუბელიანი პასუხობს, რომ "გაბრაზებულ გულზე ამბობს, თორემ გამკეთებელი არ არის".
"ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს მეც ადამიანი ვარ, დამენგრა ოჯახი, დედა მომი.....ს. პროსტა შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ შენც იცი... აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო".
რუსთავი 2-ის გავრცელებული აუდიოჩანაწერი
პროკურატურის მიერ აუდიოჩანაწერის გავრცელებამდე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი წყაროს ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში ჰყავდათ. მან ივარაუდა, რომ პროკურატურამ ამ ორ პირს შორის საუბარი დადგა.
"დადგმის შინაარსი ასეთია: როგორ დადგეს ჩვენს ეთერში გასული ჩანაწერი და მიზანმიმართულად ილაპარაკეს ის ამბები, რომ მერე რუსთავი 2-ისთვის გადმოეცათ", — დაწერა ნიკა გვარამიამ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის საპირისპიროდ, რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლების წევრებსა და კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე კომპრომატებს ფლობს.
"ტერაბაიტებით გვაქვს სასწაულები, ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა, შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ".
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში მირზა სუბელიანად მოხსენიებული პირი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ქართული ოცნების გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს. მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.
"მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო".
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული. კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია.
16 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ "მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების" საქმეზე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლებით იძიებს.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორისაა ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობა, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტები გაასაჯაროოს, მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.
პროკურატურამ უკვე დაკითხა აუდიოჩანაწერების მონაწილეები, ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე და მირზა სუბელიანის მეგობარი, დავით ცუხიშვილი.
15 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები