24 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართება
Touch Digital Summit მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში მესამედ ჩატარდება.
Touch Digital Summit-ის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კონფერენციას Google-ის, airbnb-ის, ლეგოს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. წელს პირველად მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შეაძლებლობა ექნებათ.
Touch Digital Summit ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
Touch Digital Summit-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები და მასტერკლასები, რომლებიც დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები და ა.შ.
გასულ წლებში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ის, youtube-ის და impact hub Vienna-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით.
ბექა ქვარცხავა: ყოველწლიურად ვცდილობთ, მაქსიმალურად საინტერესო და გამოცდილი სპიკერები ჩამოვიყვანოთ დიდი კომპანიებიდან, რომლებიც ბიზნეს განვითარების მიმართულებით მუშაობენ და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება დიჯითალში. ქვეყანა ვითარდება და საჭიროებს მაღალ ინტელექტუალურ რესურს, რომელმაც ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სწორად განვითარებულ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ჩვენი სურვილი და მიზანია, დიჯითალში მოღვაწე ადამინები გავაერთიანოთ ერთ საერთო სივრცეში და მივცეთ მათ ერთმანეთის ცოდნისა და კომუნიკაციის საშუალება. პირველად საქართველოში ჩამოდის airbnb-ის წარმომადგენელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ მაღაზიის დიზაინერი. Google-ის სტარტაპ ბიზნესის განვითარების ექსპერტი და Google Cloud-ის გუნდის წარმომადგენელი , ასევე სხვა დიდი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ქართული კომპანიების წარმომადგენლებს. საინტერესო სპიკერებით, თემებითა და ლაივ პერფორმანსებით Touch • Digital Summit გელოდებათ 24 ნოემბერს, კლუბ KHIDI 中 -ში
წლევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები შემდეგი კომპანიებიდან არიან:
- Airbnb
- Lego
- Google Cloud
- Farfetch
- Georgian National Tourism Administration
- Red bull
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Touchdigital.ge-ს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
კომენტარები