რა კითხვები გააჩინა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის შეხვედრებმა
ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ციხეში შეხვედრებისა და მათი სავარაუდო აუდიოჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ არაერთი კითხვა გაჩნდა. კითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ საკითხებს.
დოკუმენტებით, რომელიც On.ge-მ პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო, დასტურდება, რომ დეპუტატი ბრალდებულთან 5-ჯერ შევიდა. მათ შორის იმ დღეს, როცა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერები დააანონსა, იმავე საღამოს, 14 ოქტომბერს, კვირას კი ეთერში გაუშვა.
შინაარსობრივი საკითხები
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მონაწილეობა დაადასტურა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ. მან ამ საკითხზე არაერთ მედიას მისცა კომენტარი, შინაარსი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტური იყო. ის იმეორებდა ფრაზას, რომ "არასერიოზული საუბარი იყო".
16 ოქტომბერს პროკურატურამ, იმავე პირების შესაძლო მონაწილეობით, ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებდა. დღევანდელი აუდიოჩანაწერის შემდეგ გაჩნდა კითხვა, რატომ არ თქვა დეპუტატმა, რომ მირზა სუბელიანი ტყუილების გავრცელებაზე ესაუბრა. ჯაფარიძემ On.ge-ს უთხრა, რომ ის საუბრის "არასერიოზულად" შეფასებაში "ტყუილების თქმის" მოსმენას გულისხმობდა.
პროცედურული საკითხები
სუბელიანი-ჯაფარიძის შეხვედრების პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები პოლიტიკოსებს აქვთ. ამის შესახებ მათ გადაცემა არჩევანში ისაუბრეს.
არსებული კითხვები
1. რატომ არ ჰქონდა მირზა სუბელიანს ტელეფონით საუბრის უფლება შეზღუდული?
2. რატომ შეძლეს საქმის მთავარმა მოწმეებმა გამოძიების დაწყების შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრა?
3. როგორ შეძლო დეპუტატმა 14 ოქტომბერს, კვირა დღეს ციხეში შესვლის ნებართვის მიღება?
თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია განათლებით იურისტია. მან გაიხსენა ჯაფარიძის მიერ მედიისთვის მიცემული კომენტარები, სადაც ის სუბელიანთან სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრობდა და დაინტერესდა, რატომ ჰქონდა სასჯელშეუფარდებელ ადამიანს მსგავსი უფლება.
"ან ტყუის თქვენი თანამებრძოლი ამ შემთხვევაში, ვიქტორ ჯაფარიძე. ამოიღეთ სატელეფონო ჩანაწერი, ან რა უფლებით, ვინ დაარეკინა, რატომ არის განსაკუთრებულ ფუფუნებაში და რატომ რეკავს ტელეფონით", — მიმართა ლევან სამუშიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევს, ანრი ოხანაშვილს.
ციხეში ჯაფარიძის შესვლის შესახებ On.ge-ს გამოქვეყნებულმა მასალამ სამუშიას კითხვა გაუჩინა. ის დაინტერესდა პროკურატურაში დაწყებული გამოძიების გამო, რატომ მიეცათ მოწმეებს ერთმანეთის ნახვის უფლება.
"როდესაც გამოძიება არის დაწყებული და ერთ მთავარ მოწმეს აძლევენ საშუალებას, შეხვდეს ციხეში მეორე მთავარ მოწმეს, რასთან გვაქვს საქმე? ეს არის თუ არა პროცედურული დარღვევა? უნდა დადგეს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი?" — ჰკითხა სამუშიამ ოხანაშვილს.
გადაცემა არჩევანის სტუდიაში მყოფი პარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ანი მიროტაძე ამბობდნენ, რომ ციხეში შაბათ-კვირას პარლამენტის დეპუტატების შესვლა შეუძლებელია. ვიქტორ ჯაფარიძეს კი კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრძანებაზე ხელი მოუწერა და ციხეში შესვლის უფლება მიანიჭა.
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
პროკურატურისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერები", საგამოძიებო უწყების პოზიციით სხვადასხვა დროსაა ჩაწერილი. რუსთავი 2-მა 11 ოქტომბრის, ხოლო პროკურატურამ 6 ივლისის ჩანაწერი გაასაჯაროვა. ამის მიუხედავად, აუდიოჩანაწერებში თემების ნაწილი მეორდება და ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც.
რუსთავი 2-ის ჩანაწერით, სუბელიანს კომპრომატები აქვს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხოლო პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერით, მირზა სუბელიანი აპირებს მოიტყუოს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.
აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ მმართველი პარტია დადგმულ სერიალზე საუბრობდა, ოპოზიცია კი სისტემურ დანაშაულზე. სასჯელაღსრულების სამსახურში დაადასტურეს, რომ 15 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა.
- გაიგე მეტი "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერებზე"
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები