ბილ გეიტსმა თავის გარდაცვლილ მეგობარს, პოლ ალენს, ემოციური წერილი მიუძღვნა
ბილ გეიტსმა Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. წერილში გეიტსი ალენს მის საუკეთესო მეგობარად მოიხსენიებს და მასთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებს.
"მე და პოლი ერთმანეთს მეშვიდე კლასში შევხვდით და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩემზე ორი კლასით ზემოთ სწავლობდა, ძალიან მაღალი იყო და რაც მთავარია, ნამდვილი გენიოსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში", - წერს ბილ გეიტსი.
პოლ ალენმა და ბილ გეიტსმა Microsoft 1975 წელს დააფუძნეს და მას შემდეგ საქმიანობას ერთად უძღვებოდნენ: ინაწილებდნენ პასუხისმგებლობასა და მართვის სადავეებს, ერთნაირად განიცდიდნენ ყოველ წარმატებასა და წარუმატებლობას. გარდა Microsoft-ისა, პოლ ალენს სხვა ბიზნესებიც ჰქონდა, მათ შორის, სპორტული გუნდის მფლობელი იყო და აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
"ჩვენ მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით და ვუჩხიკინებდით ნებისმიერ კომპიუტერს, რომელიც ხელში მოგვხვდებოდა", - აგრძელებს წერას გეიტსი. Microsoft-ის მფლობელი ამბობს, რომ პოლ ალენი იყო ის ადამიანი, რომელიც მაშინვე ხვდებოდა, რამდენად დიდი წარმატება ელოდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. მისი თქმით, ალენმა ზუსტად იცოდა, როგორ უნდა განვითარებულიყო ეს სფერო.
"პოლის გარეშე Microsoft ვერასდროს დაიბადებოდა. 1974 წლის დეკემბერში მე და ის ბოსტონში ვცხოვრობდით. პოლი მუშაობდა, მე კი კოლეჯში ვსწავლობდი. ერთ დღეს მან მომაკითხა და იქვე მდებარე გაზეთების ჯიხურთან გამაქანა. როდესაც ადგილზე მივედით, პოლმა Popular Electronics-ის მთავარი გვერდი მაჩვენა, სადაც ახალი კომპიუტერის, Altair 8800-ის შესახებ ეწერა. მან შემომხედა და მითხრა: იცი, მეგობარო, ეს ყველაფერი ჩვენ გარეშე ხდება. სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე კოლეჯის მიტოვება და მთელი დრო ჩვენი ახალი კომპანიის, Microsoft-ის შექმნას შევალიეთ. ეს პოლის დამსახურებით მოხდა", - წერს ბილ გეიტსი.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პოლ ალენზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მის მეგობარს ძალიან რთული საგნების მარტივად ახსნის უნიკალური ნიჭი ჰქონდა.
"ძალიან გამიმართლა, რომ მას ასე ადრეული ასაკიდან ვიცნობდი. გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მთელი მსოფლიო გაიცნობდა. მახსოვს, ერთხელ ჩემთვის ცნობილი სიმღერა Are You Experienced? დაუკრა. მაშინ არანაირი გამოცდილება არ მქონდა ცხოვრებაში. ყველაფერი მასთან ერთად შევიძინე"
წერილის ბოლოს ბილ გეიტსი აღნიშნავს, რომ პოლის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მიაყენა. "ის გაცილებით მეტ დროს იმსახურებდა ცხოვრებაში, რომელსაც მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებდა. ძალიან, ძალიან მომენატრება", - წერს გეიტსი.
პოლ ალენი 2018 წლის 15 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები