მიხეილ სააკაშვილი

17 Oct. 2018, 19:14

ხომ გახსოვთ, ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი. მოკლედ, მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა და მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და მე უკვე აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხომ გახსოვთ, კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო. საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და გინდა თუ არა მაგან მოკლა. არადა, ყველაფერი უკვე მზად მქონდა.

სამაგიეროდ, მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობისა და გაქრობის დაგეგმვა. მართალია, დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემს მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება, რადგან გორელი იყო.

სხვათა შორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც კოლხეთის დედოფალმა მედეამ ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა, ასევე მაქვს თან 19 მილიარდი და აქ, ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას. ოღონდ ამაზე არავის უთხრათ. ეს ისე, ხუმრობით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი

მოკლედ: ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა On.ge-ის უთხრა, რომ ლაზარე გრიგორიადისი დაკავებულია…