ეკა ბესელია: უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელებით მედიამ კანონი არ უნდა დაარღვიოს
ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ "მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებით" მედიამ კანონი დაარღვია, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 158 მუხლი არეგულირებს.
ეკა ბესელიას თქმით, ამ მუხლით დასჯადია არა მხოლოდ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, არამედ მისი გავრცელებაც.
"უნდა დასრულდეს იმ კანონის გადაბიჯება, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როცა ის არ არის კანონიერად მოპოვებული, ეს ეხება მედიასაც. ჩანაწერის გასაჯაროვების ერთადერთი ლეგიტიმაცია საგამოძიებო ორგანოს აქვს", — განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
კითხვაზე, რატომ აქვს მსგავსი პოზიცია პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ფარული კადრების გასაჯაროვების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, ეკა ბესელია პასუხობს, რომ სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა კანონის გამკაცრება 2014 წელს.
"2014 წლის მაისში გავამკაცრეთ სპეციფიკური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში. ეს არის კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა და პირადი საიდუმლოს ხელყოფა. 2012 წელს კადრებით არ გამიგია, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, ადამიანებმა საკუთარ თავზე გადაიტანეს ეს ყველაფერი და ეს კადრები იმ ადამიანებისთვის იყო ახალი, ვინც ეს არ გადაიტანა. როცა საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ არაფერი პრივატული არ არსებობს და ყველაფერი კონტროლდება, ეს იყო შოკი და შევთანხმდით, რომ ეს მუხლი გაგვემკაცრებინა", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო კომუნიკაციებს არეგულირებს.
ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
პროკურატურისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერები", საგამოძიებო უწყების პოზიციით სხვადასხვა დროსაა ჩაწერილი. რუსთავი 2-მა 11 ოქტომბრის, ხოლო პროკურატურამ 6 ივლისის ჩანაწერი გაასაჯაროვა. ამის მიუხედავად, აუდიოჩანაწერებში თემების ნაწილი მეორდება და ერთმანეთს უპირისპირდება კიდეც.
რუსთავი 2-ის ჩანაწერით, სუბელიანს კომპრომატები აქვს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხოლო პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერით, მირზა სუბელიანი აპირებს მოიტყუოს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.
აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ მმართველი პარტია დადგმულ სერიალზე საუბრობდა, ოპოზიცია კი სისტემურ დანაშაულზე. სასჯელაღსრულების სამსახურში დაადასტურეს, რომ 15 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა.
- გაიგეთ მეტი მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერებზე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები