ლედი გაგა ფილმში A Star Is Born შესრულებული როლით წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი ფავორიტია. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მუსიკის ვარსკვლავისგან ნამდვილი კინოვარსკვლავი დაიბადა.

ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მასშტაბით და გამოსვლიდან 12 დღეში მოახერხა $140 მილიონი დოლარის დაგროვება.

ლედი გაგა, ისევე როგორც ბრედლი კუპერი, აქტიურად არის დაკავებული კინოსურათის პოპულარიზაციით - დადის ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში და გაუთავებლად საუბრობს როგორც ფილმზე, ასევე იმ გამოცდილებაზეც, რომელიც ბრედლისთან მუშაობის დროს მიიღო.

ლედი გაგა, როგორც აღმოჩნდა, იმდენად მოხიბლულია კოლეგით, რომ გადაწყვიტა მის შესახებ ერთი და იგივე ფრაზა ყველგან გაიმეოროს.

თუ არ გჯერათ, თავად ნახეთ:

დიახ, ერთ ოთახში შეიძლება იყოს ასი ადამიანი, 99-მა არ ირწმუნოს შენი და მხოლოდ ერთმა მოგცეს შანსი.

სავარაუდოდ, ასეთი გაგას ცხოვრებაში ბრედლი კუპერია, რომელმაც პირველ ნაბიჯი გადადგა რეჟისურაში და მომღერალს შანსი მისცა, ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყო.

ბევრს გაუკვირდება, რატომ ამბობს გაგა ერთ ფრაზას ამდენჯერ, ნუთუ სიტყვები გამოელია?

რეალურად კი ყველაფერი ძალიან მარტივადაა. როდესაც ინტერვიუს მიცემა დღეში 100-ჯერ გიწევს, შესაძლოა, 99 ჟურნალისტს ერთნაირი პასუხი გასცე და მხოლოდ ერთს მისცე შანსი, შენგან სხვა რამ გაიგონოს.

ალბათ, ვთანხმდებით, რომ მთელი დღის განმავლობაში მომღიმარი სახით ჯდომა და ათასობით კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, ვარსკვლავები ხშირად ასეთ "თაღლითობებსაც" მიმართავენ ხოლმე.