რა ქონებით მივიდა თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე
თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმდჯომარის პოსტს თითქმის სამი თვეა იკავებს. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია მან რამდენიმე კვირის წინ შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მას ჰყავს ცოლი და ორი შვილი, ასევე სხვადასხვა სახის კერძო საკუთრება და შემოსავალი.
თანამდებობები და ანაზღაურება
2017 წლიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე თორნიკე რიჯვაძე 4 სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ჯამში 147 657 ლარი გამოიმუშავა.
- 01.01.2017 — 18.07.2017 კავებდა შპს აჭარისწყალი ჯორჯიას იურიდიული დირექტორის პოსტს, სადაც დეკლარაციის მიხედვით 6 თვეში 106 764 გამოიმუშავა;
- 24.07.2017 — 15.12.2017 მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, სადაც 5 თვეში 34 967 გამოიმუშავა;
- 25.12.2017 — 31.12.2017 რიჟვაძე სს-საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დირექტორი იყო. ამ პოზიციაზე მან 6 დღეში 2 012 ლარი გამოიმუშავა;
- 01.12.2017 — 15.12.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროში მუშაობით 14 დღეში 3 914 ლარის ანაზღაურება მიიღო.
ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე On.ge-ს გაუჩნდა კითხვა მართლა გამოიმუშავა თუ არა რიჟვაძემ საჯარო უწყებებში მუშაობისას 6 დღეში 2 012 ლარი და 14 დღეში 3 914 ლარი. რიჟვაძემ On.ge-ს დაუდასტურა, რომ 2 012 ლარი ერთი კვირის ანაზღაურებად აიღო, პრემია-დანამატის გარეშე.
"ენერგეტიკის განვითარების ფონდი მაღალანაზრაურებადი სამსახურია და შესაბამისად ის 6 დღე, რაც ვიმუშავე იმის პროპორციული იყო", — განაცხადა აჭარის ა.რ თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დეკლარაციაში მითითებული ანაზღაურება 3 914 ლარი, რომელიც მან ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას 14 დღეში აიღო, შეიცავს ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მიღებულ ანაზღაურებასაც, რადგან სამინისტროები გაერთიანდა.
"ისიც დაწერეთ, რომ პრემია-დანამატი არ ამიღია, ოღონდ მართლა. შეგიძლიათ ესეც აღნიშნოთ", — განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საუბრის დასასრულს.
წილები კომპანიაში
თორნიკე რიჟვაძე არის შპს ბისიჯი ჯორჯია საქართველო ბათუმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან. ამავე კომპანიის დირექტორის პოსტს 4 წლის განმავლობაში იკავებდა მისი ცოლი. მაგდა მუმლაძე დირექტორი იყო კომპანიაში შპს ბათუმი ქრიუნგ ქო. საქართველო.
რიჟვაძე ასევე ფლობს 25%-იანი წილს კომპანიაში შპს აჭარა ბერრის ლიმითედ საქართველო ბათუმი. აღნიშნული საწარმოს კაპიტალის ოდენობად მას 200 ლარი აქვს მითითებული.
კერძო საკუთრება
რიჯვაძეს ფლობს 68,76 მ2 ბინას თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზე და 50 მ2 კომერციული ფართს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მისი ცოლს, მაგდა მამულაძეს კი ეკუთვნის 340,7 მ2 საცხოვრებელ სახლი და 13 400 მ2 მიწის ნაკვეთი ხულოში, ასევე 59,6 მ2 ბინა ბათუმში და Toyota Camry-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი.
საბანკო ანგარიშები და დანაზოგი
30 სექტემბრის მონაცემებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოში მოქმედ ბანკებში ანგარიშებზე ჰქონდა 2 019 ლარი და 12 100 დოლარი. საკრედიტო ანგარიშზე კი 486 ლარი. ნაღდი ფულადი სახით ის ფლობდა 5 000 ლარსა და 7 000 დოლარს.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 21 ივლისს გახდა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები