განათლების სამინისტროს გაყინული პრიორიტეტები
2018 წლის პირველ 8 თვეში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამ პროგრამაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საერთოდ არ დაიხარჯა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, ბიუჯეტის თანხების პირველ 8 თვეში პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობა ეჭვქვეშ აყენებს წლის ბოლომდე დაფინანსების სრულად გამოყენების საკითხს.
უფრო კონკრეტულად, ნულოვანი ათვისების პროგრამებია:
- სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, წლიური გეგმა 140 ათასი ლარი;
- სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობა, წლიური გეგმა 1 მილიონი ლარია;
- თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი, წლიური გეგმა 10 მილიონ 200 ათასი.
აუდიტის სამსახურის 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე პროგრამა გამოყოფილი დაფინანსების ათვისების დაბალი მაჩვენებელი აქვს როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით.
მაგალითად:
- პროგრამა "დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" — რვა თვის მონაცემებით, ათვისებულია მხოლოდ 393 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 24,2%-ია და წლიური ბიუჯეტის (2 800 000) 14,1%-ს შეადგენს;
- პროგრამა "ვისწავლოთ საქართველოში" — რვა თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 75 000 ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 32,5-ია, ხოლო წლიური ბიუჯეტის (2 800 000) 2,7%;
- ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა — რვა თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 18 000 ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 19,5%-ია, ხოლო წლიური ბიუჯეტის (550 000 ლარი) 3,2%.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განმარტებას On.ge ამ დრომდე ელოდება. უწყების პასუხს აუდიტის დასკვნაზე მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
პროგრამები, რომლებზეც ბიუჯეტიდან 2018 წლის პირველ 8 თვეში არაფერი დახარჯულა, განათლების მინისტრების მხრიდან ხშირად დასახელებულა, როგორც პრიორიტეტული. მათ შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტები, სკოლების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
2018 წლის ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად 30 ნოემბერს დარეგისტრირდა. ამ დროს განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, ხოლო ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი დანიშნული. 2018 წლიდან ამ ბიუჯეტის მიხედვით მიხეილ ჩხენკელს უნდა ემუშავა. 2018 წლის ივნისში, 7 თვის დანიშნული მინისტრი მიხეილ ბატიაშვილით ჩაანაცვლეს. ამ უკანასკნელმა კი განათლების რეფორმა ორი თვის შემდეგ სექტემბერში წარადგინა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს ბიუჯეტიდან აუთვისებელი თანხები ფონზე მთავრობა მომავალ წლებში განათლების რადიკალურ და მასშტაბურ რეფორმას გეგმავს. ამისთვის ეკონომიკური თავისუფლების აქტში ცვლილება შედის. 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტით, მთავრობას უფლება ექნება განათლების რეფორმისთვის იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე დადგენილია. თუმცა აუდიტის დასკვნით ჩანს, რომ იმასაც ვერ ხარჯავს, რაც მოითხოვა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები