ხაშოგის გაქრობის გამო აშშ-სა და ბრიტანეთის მინისტრები საუდის არაბეთში სამიტს არ დაესწრებიან
არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაქრობის გამო აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩი და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, ლიამ ფოქსი საუდის არაბეთში ინვესტორების საერთაშორისო სამიტს არ დაესწრებიან. კონფერენცია 23-25 ოქტომბერს არის დაგეგმილი და მისი ინიციატორი საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანია.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთსა და ტახტის მემკვიდრე პრინცს ღიად აკრიტიკებდა, თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და გაქრა. ხაშოგი საკონსულოში ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტებისთვის შევიდა.
თურქეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი მოკლეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტის გაქრობაში მონაწილეობას უარყოფს და პირობას იძლევა, რომ დეტალურ გამოძიებას ჩაატარებს.
2016 წელს საუდის არაბეთმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო ხაშოგის ჟურნალისტური საქმიანობა აუკრძალა, რის გამოც მას აშშ-ში გადასახლება მოუწია. ამერიკაში ის Washington Post-ის მესვეტე გახდა.
საუდის არაბეთი ამტკიცებს, რომ საკონსულო მომსახურების შემდეგ ხაშოგიმ შენობა დატოვა, თუმცა თურქეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ ის კონსულის რეზიდენციაში გადაიყვანეს და მოკლეს.
ამის ფონზე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობაზე უარი უკვე თქვეს ისეთმა კომპანიებმა როგორიცაა: HSBC, Credit Suisse, MasterCard, Ford, Uber, Google და სხა. რამდენიმე მედიაკომპანიამ კი თავისი ჟურნალისტები გაიწვია, მათ შორის, New York Times-მა, Bloomberმა და CNN-მა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები