ტექნიკური ინსპექტირების 10-მა ცენტრმა კერძო და სახელმწიფო ტრანსპორტზე ყალბი ცნობები გასცა — ფინანსური პოლიცია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ტექდათვალიერების ცენტრები, როგორც მუნიციპალურ, ასევე კერძო გაუმართავ ტრანსპორტზე, დადებით ანგარიშებს კანონდარღვევით გასცემდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. ფინანსური პოლიციის ცნობით, ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ყალბ ანგარიშებს გასცემდა, მიუხედავად ავტოტრანსპორტის ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები