გირჩის ოფისში საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით არ გაჰყოლია და ის გაიტაცეს.

გირჩში ასევე ამბობენ, რომ შსს ხშირად აკეთებს მსგავს ქმედებას, რათა თავისი ქმედება "გააპრავონ".

"ვინმე ჭკუათმყოფელი, ვინც იქ იყო ან ვინც ლაივს უყურებდა, დარწმუნებულია იმაში, რომ ზურას უთხრეს, ბატონო ზურაბ წამობრძანდით თუ შეიძლება და ზურამაც, კი ბატონო წამოვალო?" — აცხადებენ გირჩში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე პოლიციას თავისი ნებით გაყვა.

უწყების ცნობითვე, ჯაფარიძის გარდა განყოფილებაში გადაიყვანეს გირჩის სამი ლიდერი, აგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ნიკა ობოლაძ და ორი მხარდამჭერი.

შსს-ში განმარტავენ, რომ მარიხუანას ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე ჯამში 11 პირია გადაყვანილი.