შსს: კანაფის ფესტივალის მონაწილე 2 პირისგან, სავარაუდოდ, მარიხუანა ამოვიღეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად მარიხუანის ფესტივალის მონაწილე ორი პირისგან მცირე ოდენობით სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. უწყების ცნობით, ფესტივალიდან პოლიციის განყოფილებაში ჩხრეკის მიზნით, სულ 8 პირი გადაიყვანეს,
"აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს 6 პირი.
შსს-ს ცნობით, ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზურა ჯაფარიძის მიმართ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.
მათივე ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას.
შსს-მ გირჩის მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
ფესტივალის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა არაერთი განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფესტივალის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი მთელი რიგი ქმედებების შესახებ.
მარიხუანის ლეგალიზაციის ფესტივალი
20 ოქტომბერს, 4:20-ზე დედაენის ბაღში მარიხუანის ლეგალიზაციის ფესტივალი დაანონსდა. ფესტივალის ორგანიზატორი პოლიტიკური გაერთიანება გირჩი იყო. მათი პოზიციით, ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პრაქტიკაში ასრულებაა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება დასჯადი ქმედება აღარაა. ფესტივალის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ თუ მარიხუანის მოხმარება არ ისჯება, მაშინ მის შესაძენად სამართლებრივი გზები უნდა არსებობდეს.
ფესტივალი იმ ფორმით, როგორც დაიგეგმა ვერ ჩატარდა. პოლიციამ ფესტივალის მონაწილეებს დედაენის ბაღის ტერიტორიაზე არ შეატანინა აპარატურა და სტენდები. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ადგილზე შეკრებილმა პოლიციამ განყოფილებაში ჩხრეკის მიზნით გადაიყვანა 5 პირი, მათ შორის გირჩის სამი წევრი: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე.
პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სამი ცალი ჯოინთი დედაენის ბაღში მარიხუანის ლეგალიზაციის ფესტივალისთვის შეკრებილებს დაურიგა. მის დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები